Sponsored Content

თიბისის მხარდაჭერით, სლოვენიაში "ბიბლუსი ჯგუფის" მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გაიხსნა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ბიბლუსი ჯგუფმა", სლოვენიაში, ქალაქ ცელიეში, თიბისის მხარდაჭერით, მაღაზია - XS Igrace (XS Toys) გახსნა, რაც ჯგუფის გლობალური განვითარების სტრატეგიის პირველი წარმატებული ნაბიჯია.

მაღაზია XS Igrace მომხმარებლებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სავაჭრო მოლში - Citycenter Celje-ში მასპინძლობს.

როგორც საქართველოში, ისე სლოვენიაში, XS Toys უმაღლესი ხარისხის პროდუქციის რითეილერი კომპანიაა, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული ბრენდები: Hasbro, Mattel, LEGO, MGA, Spin Master, Jazwares and Bruder, Moose, Schleich, TY და სხვა.

"ბიბლუსი ჯგუფი" სლოვენიაში სამომავლოდ 10-15 ობიექტის გახსნას გეგმავს.

"ბიბლუსი ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია და აერთიანებს: წიგნების მაღაზიათა ქსელს - "ბიბლუსს", სათამაშოების მაღაზიებს - "პეპელას" და XS Toys-ს, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეების ქსელს - "მულტის" და კაფეების ქსელს - "პიატოს". ჯამში, ჯგუფი 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს.