Get All Access for $5/mo

თიბისის მობაილბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა Global Finance-მა პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ − Global Finance, პირველად ისტორიაში, თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესო მობაილბანკად აღიარა.

ჯილდო ბანკმა 2019 წელს საუკეთესო ციფრული შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების მუდმივი განვითარებისთვის მიიღო.

"უპირველესად, ძალიან სასიხარულო ამბავია. ჩემი აზრით, არა მარტო თიბისი ბანკისთვის, არამედ საქართველოსთვის, რადგან მსოფლიო მასშტაბით ქართულმა პროდუქტმა აღიარება მოიპოვა. ჯერ სექტემბერში გავიმარჯვეთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, დღევანდელი აღიარება კი არის უკვე დასკვნითი ეტაპი, როცა მთლიანად მსოფლიო მასშტაბით გამარჯვებულ კომპანიებს შორის გავიმარჯვეთ", − განუცხადა Entrepreneur-ს თიბისი ბანკის ასოცირებულმა პარტნიორმა გიორგი ვახტანგიშვილმა.

პრესტიჟული ფინანსური გამოცემა შეფასებისას არაერთ კრიტერიუმს ითვალისწინებს:

  • როგორია მომხმარებლების ზრდის ტემპი?
  • რა ტიპის შეთავაზებებისა და პროდუქტების მიღება შეუძლია მომხმარებელს აპლიკაციის საშუალებით?
  • როგორ ვითარდება აპლიკაცია და რა სახის ინოვაციები შეაქვს მას ბაზარზე?
  • რამდენად მარტივია მობაილბანკი გამოყენების თვალსაზრისით და რამდენად დახვეწილია მისი ვიზუალური მხარე?

ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თიბისის მობაილბანკის შეფასებისას Global Finance-მა გაითვალისწინა.

გიორგი ვახტანგიშვილის განცხადებით, ასეთი წარმატება მთელი გუნდისთვის ძალიან სასიხარულოა, თუმცა გაჩერებას არც მომავალში აპირებენ. თიბისი ბანკის თითოეული ინიციატივა თუ პროდუქტის განვითარების სტრატეგია, საკუთარი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას ემსახურება.

"ჩვენ მობაილ ბანკს არ ვუყურებთ როგორც ერთეულ პროდუქტს. ეს არის პლატფორმა, რომელიც მუდმივად ვითარდება. არის მარტივი, იცვლება უკეთესობისკენ და ახალი ინოვაციური სერვისების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, რათა მათ დაზოგონ დრო და უკეთ მართონ საკუთარი ფინანსები ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე", − ამატებს გიორგი ვახტანგიშვილი.

თიბისის მობაილბანკის აღნიშნულ წარმატებას, ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც გამოეხმაურა: "ჩვენთვის დიდი პატივია Global Finance-ის აღიარება. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ მუშაობას, მუდმივად შესთავაზოს მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური ციფრული მომსახურება და პროდუქტები".

ჯოზეფ ჯარაპუტოს − Global Finance-ის რედაქტორისა და გამომცემლის, განცხადების თანახმად კი, გამოცემამ წლის გამარჯვებულები იმ ძლიერი სტრატეგიის ნიშნით გამოავლინა, რომლებიც მომხმარებლებს ინოვაციურ ციფრულ სერვისებს და მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობენ და მუდმივად ზრდიან ონლაინმომხმარებლების რაოდენობას.

საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა, რომელიც 50 000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე