Get All Access for $5/mo

თიბისის პირველი ქართული ნეობანკი - SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი - Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს.

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული. მის ფუნქციონირებას საქართველოში არსებული სფეისის გუნდი და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.

გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.

სფეისი პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს. მათ შორის:

  • ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას;
  • სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს;
  • სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს;
  • კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე;
  • VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით;
  • მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის;
  • უნიკალურ ლოიალობის პროგრამას;
  • სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში.

სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელმა კი 27 მლნ ლარს მიაღწია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი