თიბისის სტარტაპერი - 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტარტაპერი

წელს თიბისის პროგრამა სტარტაპერს, რომელიც 2017 წელს ახალი ბიზნესების და იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა, 5 წელი შეუსრულდა. თიბისისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. პროგრამა სტარტაპერის მიზანიც ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.

დაარსებიდან დღემდე სტარტაპერის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - თიბისიმ პირველად საქართველოში, დამწყები ბიზნესების, სტარტაპების დაფინანსება დაიწყო. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი.

იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს ოთხი მიმართულებით სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა. 5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.

სტარტაპერი გამოირჩევა არაერთი საკუთარი პროექტით და სხვა კომპანიებთან კოლაბორაციით. საკუთარ პროექტებს შორისაა, ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდაჭერა - აპლიკაციების კონკურსი, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და სტარტაპ დეკრეტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. სტარტაპ დეკრეტი თიბისელებისთვის შეიქმნა, ამით თიბისი თავის თანამშრომლებში ბიზნესის წამოწყების ინიციატივებს ახალისებს.

კოლაბორაციების ფარგლებში კი გამორჩეულია ქუჩის ბაზრობების მხარდაჭერა, რომლითაც ახალი ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა ონლაინ სივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადმოინაცვლონ და მომხმარებელთან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი. 2019 წლიდან 300-მდე ბიზნესმა წარადგინა თავისი პროდუქცია ქუჩის ბაზრობებზე.

სტარტაპერისა და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით ტარდება საქართველოში Social Impact Award-ი და სტარტაპ პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომლებიც სტუდენტებსა და მოსწავლეებში ბიზნეს იდეების ინიცირებას უწყობენ ხელს.

2017 წლიდან თიბისის პროექტს „ბიზნესდაჯილდოება" სტარტაპერის ნომინაცია დაემატა, ამ გზით თიბისი ცდილობს გამორჩეული წამოწყებები და იდეები დააჯოლდოვოს. 2019 წელს პროექტს შემოუერთა გავლენიანი გამოცემა Forbes Georgia, რომელიც სტარტაპერის ნომინაციის სპონსორი გახდა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Business News

Dyson Next Gen Living - უსაზღვრო ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიების დემო ზონები

Dyson-მა ბუქარესტში რეგიონალურ ღონისძიებას უმასპინძლა

სიახლეები

როგორ შევქმნათ ეფექტური კორპორაციული კულტურა

აუცილებელია დეკლარირებული დოკუმენტი რეალობაში აღასრულოთ

Business News

საქკაბელსა და Skillwill-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ,,საქკაბელის'' სრული დაფინანსებით, Skillwill-ში სწავლას დაიწყებენ