Get All Access for $5/mo

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ღია ბანკინგის ფარგლებში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემას შეეხება. ამჯერად, ეპიზოდის სტუმრები Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი, შოთა გიორგობიანი და თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია არიან.

ღია ბანკინგის შესაძლებლობების გარდა, სტუმრები პერსონალური ფინანსური მენეჯერის (PFM) და ბიზნეს ფინანსური მენეჯერის (BFM) განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, როგორც საბანკო არხებში, ისე ფინანსურ ტექნოლოგიებში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ფინანსების მართვას ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

თიბისის პოდკასტების ეპიზოდების ნახვა Youtube-ზე, ასევე აუდიო ვერსიითს მოსმენა სხვადასხვა არხზეა შესაძლებელი, მათ შორის: Google Podcast, Spotify და Sound Cloud-ზე.

"თიბისი პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ტექნოლოგიური სიახლე - ღია ბანკინგი ბიზნესებისთვის დანერგა. "ბიზნესმომხმარებლების დიდ ნაწილს, 45%-ს ანგარიში რამდენიმე ბანკში აქვს გახსნილი, რაც ბალანსისა და ტრანზაქციების გადამოწმებისას, მათ დამატებით სირთულეს უქმნის. ღია ბანკინგის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ თიბისისა და ნებისმიერი სხვა ბანკის ანგარიშებს, ნაშთებსა და ტრანზაქციებს თავი ერთ სივრცეში - ინტერნეტბანკსა თუ ბიზნესაპში მოუყარონ. ეს კი მათ ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს", -თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია.

ღია ბანკინგი ფინტექებისთვის ახალ, შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის და თიბისი მზად არის ითანამშრომლოს მათთან. სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, დააინტეგრირონ და ისარგებლონ სხვადასხვაა ციფრული პროდუქტით. მომავალში, კიდევ არაერთი მსგავსი პროდუქტის შექმნა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების განვითარებას საქართველოში.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ამ საკითხების შესახებ დაინტერსებულ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინფორმირება, მათი ხელშეწყობა და განვითარება, რაც ქვეყანაში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია