Get All Access for $5/mo

თიბისისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ და VISA-მ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს ახალი ინიციატივა წარუდგინა - "შექმენი საკუთარი ონლაინმაღაზია"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინმაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ. ამ ინიციატივით, თიბისი ეხმარება კომპანიებს გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ონლაინვაჭრობის შესაძლებლობა, დამეთახმებით, პანდემიის პერიოდში ყველა ბიზნესის გამართული ფუნქციონირების აუცილებელ პირობად იქცა. პროექტის მიზანიც ესაა − დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში.

Entrepreneur-ს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია თიბისი ბიზნესსეგმენტების გუნდის წევრმა, ნიკა ღვაბერიძემ მიაწოდა. როგორც ნიკა აღნიშნავს, თიბისი ბანკის მისია მომხმარებლებისა და ბიზნესების ცხოვრების გამარტივებაა. რადგან პანდემიის დროს ფიზიკური დისტანცირება არა მარტო მოქალაქეებს, არამედ ბიზნესებსა და მომხარებლებსაც შეეხოთ, თიბისის გუნდის ერთ-ერთი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ამ გამოწვევისთვის ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური გარდაქმნის შესაძლებლობლის სახე მიეცათ: "თანამედროვე სამყაროში ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების აუცილებელი ეტაპია. არსებულმა პანდემიამ ეს პროცესი უფრო დააჩქარა. რაც ასევე მთავარია, ეს არის ეტაპი, რომელიც ბიზნესებმა უნდა გამოიყენონ გასავითარებლად და პოსტკრიზისულ თუ ჩვეულებრივ გარემოში დამატებითი გაყიდვების არხით წარდგნენ. ციფრული ტრანფორმაციითა და ელექტრონული ვაჭრობით კი მოგეხსენებათ, გაცილებით დიდ ბაზრებზე შეიძლება გასვლა, ვიდრე ლოკალურად", − ამბობს ნიკა ღვაბერიძე.

პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული კომპანიები მართავენ საკუთარ ონლაინმაღაზიებს, რითაც ინარჩუნებენ კავშირს მომხმარებლებთან. ისინი ონლაინმაღაზიის ვებგვერდს აშენებენ B2C.ge პლატფორმაზე, შექმნილ ვებგვერდზე აინტეგრირებენ თიბისის ონლაინგადახდის აპლიკაცია E-commerce-ს, საჭიროების შემთხვევაში იღებენ ფოტოგრაფის მომსახურებას Kikala Studio-ს მიერ, შეუძლიათ Space-QR განვადების სერვისის ინტეგრირება და პროდუქციის მიტანის სერვის MIMO-თი სარგებლობა. ზუსტად ეს ყველაფერი ერთად ქმნის ეკოსისტემას, რომელიც ეხმარება ბიზნესს შეინარჩუნოს მდგრადობა და ჰქონდეს გაყიდვები.

თიბისის ინიციატივაში, ელექტრონული ვაჭრობის გარშემო არსებული ეკოსისტემა ერთ შეკრულ პროდუქტად შეეთავაზებინა ბიზნესებისთვის, ჩაერთო ბანკის პარტნიორი კომპანია VISA, რომელიც პირველ 200 ბიზნესს, რომელიც გამართავს საკუთარ ონლაინმაღაზიას, დაუფინანსებს ფოტოების გადაღებასა და ვებგვერდის სამართავი პლატფორმის სარგებლობის საფასურს 2020 წლის ბოლომდე.

მოგეხსენებათ, Visa-სა და თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა უკვე მრავალ წარმატებულ მიღწევას ითვლის. VISA გლობალური კომპანიაა, რომელიც ლოკალურ ბაზარზე ოპერირებს, იგი აცნობიერებს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობას, განსაკუთრებით კი პანდემიის გავრცელების პერიოდში, როცა მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინვაჭრობის გადაწყვეტილებებზე მოთხოვნა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ამის გათვალისწინებით და არსებული კრიზისის ფონზე, სწორედ ამ პროექტის სახით წარმოედგინათ ბიზნესის დახმარება. "იმისათვის, რომ დავხმარებოდით ბიზნესს გადაელახა არსებული გამოწვევები, პროექტს სხვადასხვა საშუალებით დავუჭირეთ მხარი, მათ შორის ფინანსური კონტრიბუციის შეტანით. პროექტის იდეა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსექტორმა მომხმარებლამდე მიიტანონ მათი პროდუქტები თუ სერვისები, ეტაპობრივად ხორციელდება. თიბისი და Visa ერთობლივი ძალებით ბიზნესებს საშუალებას აძლევენ შექმნან თავიანთი ონლაინპლატფორმა უმოკლეს დროში (3 დღე), ფუნქციონირების სრული ციკლით, რაც გულისხმობს ონლაინგადახდების ინტეგრაციასა და ვებგვერდის კონტენტის შექმნას", − აღნიშნავს VISA-ს კავკასიის რეგიონული მენეჯერი კრისტინა დოროში.

პროექტის ფარგლებში, მოთხოვნა ძალიან დიდი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, თიბისი ბაკმა ბიზნესების საჭიროებას სწორად მიაგნო. ნიკა ღვაბერიძე ამბობს, რომ ბანკში ამ ეტაპზე შემოსულია 450-ზე მეტი განაცხადი, აქედან 100-ზე მეტი კომპანია აქტიურად ვებგვერდის შენების პროცესშია, ხოლო 90-მა კომპანიამ უკვე გამართა თავისი ონლაინმაღაზია.

ჩვენ ვესაუბრეთ პროგრამის ბენეფიციარებს და გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს თიბისისა და VISA-სთან თანამშრომლობის შესახებ.

გიორგი კონტუაძე − "ბურგერ ინნ"

2020 წლის 12 მარტს დაარსებული კომპანია "ბურგერ ინნ" მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის უგემრიელეს ბურგერებს სთავაზობს. გიორგიმ პროექტის შესახებ მეგობრისგან გაიგო და რადგან პანდემიის დროს მომხმარებელთან კომუნიკაცია უპირობოდ აუცილებელი იყო, მან გადაწყვიტა პროგრამაში ჩართულიყო. როგორც იხსენებს, განცხადების შევსებიდან მცირე დროში დაუკავშირდნენ, საჭირო მიმართულებები მისცეს და საიტის გამართვაში დაეხმარნენ. გიორგი პლატფორმის ერთ-ერთ პლუსად სიმარტივეს ასახელებს: "პლატფორმა ძალიან მარტივია მათთვის, ვისაც არ აქვს სპეციალური განათლება ამ მიმართულებით. პროექტის ჩაშვებიდან ჩვენს კომპანიას საშუალება აქვს თავად აწარმოოს გაყიდვები და მიტანის სერვისი უკვე მთელი თბილისის მასშტაბით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. პროექტის ფარგლებში, ყველაფერი იოლად მოხდა. ეს კომფორტულია როგორც ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვისაც, რომელიც მარტივი პროცედურებით ახერხებს პროდუქტის საიტიდანვე შეძენას".

"ბურგერ ინნის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა კომპანია შესაფერისად წარმოჩნდეს ონლაინსამყაროში. ეს დრო მათთვის სერიოზული მოსამზადებელი პერიოდი იყო, რომლის შემდეგაც კომპანია უკვე თამამად განახორციელებს ონლაინვაჭრობას. არსებული კრიზისი ყველა ბიზნესს უარყოფითად შეეხო, განსაკუთრებით კვების ბიზნესს, რომელიც დიდწილად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, თუმცა გიორგი იმედოვნებს, რომ კრიზისის დროს დაგროვილი გამოცდილება შემდგომში სერიოზულ უპირატესობად გარდაიქმნება.

ანა ნინუა − "სამოსელი პირველი"

შპს "სამოსელი პირველი" 2008 წელს დაარსდა. კომპანიაში საარქივო მასალაზე დაყრდნობით იკერება ეროვნული სამოსი. "სამოსელი პირველი" დაფუძნდა იდეით, რომ შექმნილიყო ქართული სამოსის ბრენდული საწარმო, რათა გაცოცხლებულიყო ქართული და კავკასიური სამოსი იმ ღირებულებებითა და დატვირთვით, როგორიც ის საუკუნეების განმავლობაში იყო.

კომპანია პროგრამაში სარეკლამო კამპანიის მეშვეობით ჩაერთო. როგორც ამბობენ, პროექტის ფარგლებში ონლაინმაღაზიის პლატფორმის თანამშრომლები აქტიურ რეჟიმში უწევდნენ კონსულტაციას − იქნებოდა ეს პროდუქციის ატვირთვა, გადახდის სისტემის გამართვა თუ სხვა. ონლაინგაყიდვები ამ ეტაპზე ბრენდისთვის გაყიდვების განახლების საშუალებაა, სამომავლოდ კი, როცა საწარმო და მაღაზია აქტიურ რეჟიმში იმუშავებს, საიტი იქნება შემოსავლების გაზრდის საშუალება: "ამ ეტაპზე, როდესაც აღმოვჩნდით მძიმე სიტუაციაში და პირადად ჩვენი მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა, ბანკისგან ასეთი მხარდაჭერა, ვფიქრობთ იყო უმნიშვნელოვანესი. იმედია, კრიზისს გადავლახავთ", − ამბობს ანა ნინუა.

გიორგი გვაზავა − "წიგნის სივრცე" & "აირონ ბურგერი"

გიორგი თიბისისა და VISA-ს ერთობლივ პროექტში ორი კომპანიით ჩაერთო. "წიგნის სივრცე" ერთი წლის წინ დაარსდა, მაშინ, როცა "აირონ ბურგერგმა" ოპერირება მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და ამჟამად მხოლოდ მიტანის სერვისს ფლობენ. "წიგნის სივრცე დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიაა, სადაც გარდა გემოვნებით შერჩეული წიგნებისა, შეგიძლიათ თანამედროვე ილუსტრატორების, მხატვრებისა და არტისტების ნამუშევრებსაც გაეცნოთ.

კორონავირუსითა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ რეჟიმში აუცილებელი გახდა ონლაინმაღაზიის შექმნა. გუნდმა შეთავაზება სტარტაპერის Facebook-გვერდზე ნახა და ასე დაიწყო ორი კომპანიისთვის საიტის აწყობა, რომელიც ყველა სხვა სარგებელთან ერთად, ითვალისწინებდა მატერიალური დანახარჯის გარეშე და დროის უმოკლეს მონაკვეთში ონლაინმაღაზიის შექმნას, რაც განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაა: "განსაკუთრებით აღსანიშნავია თიბისის კონტრიბუცია ჩვენი სტარტაპის განხორციელების პროცესში: შეიქმნა ვებგვერდი, აეწყო, დაინერგა გადახდის სისტემა, მოეწყო ფოტოსესია. აღნიშნული სერვისები სრულიად უსასყიდლოდ გაგვეწია. ამ პროექტმა დაგვიზოგა არა მხოლოდ ფულადი სახსრები, არამედ გაგვიმარტივა პარტნიორი კომპანიის მოძებნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი დრო დაგვეკარგებოდა მსგავსი კომპანიების შესწავლაზე და მათი ფუნქციონალის გაცნობაზე. პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენი კომპანია გახდა მეტად მოქნილი ციფრული მარკეტინგისა და რეალიზაციის განხორციელების პროცესში", − ამბობს გიორგი გვაზავა.

კომპანიებში ფიქრობენ, რომ ონლაინ მაღაზიით საშუალება მიეცემათ უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა: "ვფიქრობთ, აღნიშნული მხარდაჭერა მცირე ბიზნესისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, სტიმულირებას უწევს ბიზნესის განვითარებას და ეხმარება რეალიზაციის ზრდაში. მადლიერი ვართ გაწეული სამსახურისთვის, რადგან ბიზნესს ამ ეტაპზე განსაკუთრებით სჭირდებოდა მხარდაჭერა. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კვლავ ვითანამშრომლებთ".

ანა ქველაძე − "ზერო ეფექტი"

პლასტმასას ნარჩენი ძალიან დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, სწორედ მასთან საბრძოლველად გაიხსნა "ზერო ეფექტი" − ნული ნარჩენის პირველი მაღაზია საქართველოში, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ და შეიძინოთ პლასტმასას ჩამნაცვლებელი ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა მაგალითად, თავის მოვლა შეფუთვის გარეშე, ბამბუკის კბილის ჯაგრისი, მრავალჯერადი საწრუპი, საკვების მრავალჯერადი გადასახვევი და ა.შ.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, "ზერო ეფექტის" მაღაზია დაიკეტა და გადაწყდა ონლაინ გაყიდვა/ მიწოდებაზე გადასულიყვნენ. სწორედ ამ დროს, სოციალური მედიით გაეცნენ პროგრამას, გაიარეს რეგისტრაცია და მოხვდნენ პირველ 200 კომპანიაში. პროექტის ფარგლებში სრულად აეწყო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ და შეიძინონ კომპანიის პროდუქცია.

რადგან მაღაზია მხოლოდ თბილისში არსებობდა, შესაბამისად "ზერო ეფექტს" წვდომა მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ადამიანებამდე ჰქონდა, ამ პროგრამის დახმარებით კი ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში და დაინტერესებულნი არიან იცხოვრონ ნული ნარჩენით, მიეცათ საშუალება შეიძინონ პროდუქცია შინიდან გაუსვლელად, ონლაინ შეკვეთით: "ეს პროგრამა არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც დადებითად აისახება ჩვენს ბიზნესზე. ვინაიდან ონლაინსივრცეს საზღვრები არ აქვს, ჩვენს მომხმარებლებს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან შეეძლებათ გაეცნონ ნული ნარჩენის ფილოსოფიას და შეიძინონ ნივთები, რაც მათ ამ სტილით ცხოვრებაში დაეხმარებათ. დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, ვინც ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში", − ანა ქველაძე.

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ