📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Times Square-ის ბილბორდზე ქართული სამშენებლო კომპანია გამოჩნდა - "ლისი ტრიო" გლობალურ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Times Square-ის მთავარ ბილბორდზე ქართული სამშენებლო პროექტი "ლისი ტრიო", გამოჩნდა. ნიუ-იორკის დინამიკურ უბანში, სადაც ყოველდღიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანი ხვდება, "ლისი ტრიომ" გაარღვია გეოგრაფიული საზღვრები და ამერიკის მთავარი ბილბორდიდან საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

"ლისი ტრიო" ქართული, ინოვაციური პროექტია, რომელიც "ლისი თაუერსის" ქოლგის ქვეშ ერთიანდება და მობინადრეებს მაქსიმალურად კომფორტულ და მრავალფეროვან გარემოსთან ერთად, ჯანსაღ, ჰარმონიულ და უსაფრთხო დეველოპერულ პროექტებს სთავაზობს. "ლისი ტრიოს" მიზანია, მობინადრეებს შესთავაზოს ურბანული ცხოვრებისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს სინთეზი და შექმნას ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც იარსებებს რეკრეაციულ ზონაში და ამასთან, იქნება ახლოს დედაქალაქის ცენტრთან. გარდა დედაქალაქის განვითარებისა, კომპანიის გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონების ურბანულ განვითარებაზეც.

სამშენებლო კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროექტებს 2017 წლიდან ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამოწყება, რასაც კომპანია დედაქალის ცენტრთან ახლოს ახორციელებს, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი "ლისი ტრიოა", რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სერვისსა თუ დაწესებულებას, მათ შორის: სამუშო სივრცეებს, ღია და დახურულ აუზებს როგორც ბავშვებისთვის, ისე - მოზრდილებისთვის, სამი სახეობის სპას, კერძო საბავშვო ბაღს, ჰიპერმარკეტებს, საკვებ და გასართობ ზონებს, საპარკინგე სივრცესა და რეკრეაციულ ზონას. ეკოლოგიურად სუფთა პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო და მისი მშენებლობა და თეთრი კარკასით ჩაბარება 2027 წელს დასრულდება. ინიციატივის ფარგლებში, სამი 15-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ორ მიწისქვეშა სართულსა და 200-ზე მეტ საპარკინგე სივრცეს.

კომპანიის ყველა პროექტი ორიენტირებულია როგორც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაზე, ისე გეოლოგიურად უსაფრთხო ადგილის შერჩევასა და მშენებლობის ყველა ეტაპზე მაღალხარისხიანი მასალების გამოყენებაზე. სამშენებლო პროექტზე მუშაობისას "ლისი ტრიო" აქტიურად თანამშრომლობდა წამყვან გეოლოგებთან ერთად, რომლებმაც ზედმიწევნით დეტალურად შეისწავლეს მეწყერსაშიში და სეისმურად აქტიური ზონები. რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა მასალას, "ლისი ტრიო" აქტიურად თანამშრომლობს ისეთ წამყვან ბრენდებთან, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სივრცეში 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს სასტუმროს ტიპის ლობი, რომელიც ვიდეომონიტორინგისა და უსაფრთხოების დაცვის უახლესი სისტემების გამოყენებით, ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილებას მაქსიმალურად შეამცირებს.

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო, მასშტაბურ გეგმებს - ამჟამად "ლისი ტრიოს" პარალელურად რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის: ნუცუბიძის ქუჩაზე მრავალსართულიან საცხოვრებელსა და მოსკოვის გამზირზე არსებულ "თბილისი ისტის" პროექტზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საირმის ქუჩის, ოქროყანისა და ყაზბეგის გამზირზე მაღალსართულიან, უკვე დასრულებულ ნაგებობებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას