Get All Access for $5/mo

თინათინ მუშკუდიანი - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ინოვატორი სტომატოლოგიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტომატოლოგი თინათინ მუშკუდიანი ქსელური კლინიკა "დენტ ადეპტის" დამფუძნებელია და წლებია, რაც სტომატოლოგიურ სფეროში აქტიურად საქმიანობს. ახალგაზრდა ანტრეპრენერი IFZI GmbH-ის (THE INTERNATIONAL TRAINING CENTRE FOR DENTAL IMPLANTOLOGY) ქართველი ტრენერია და 2022 წლამდე, იგი ერთადერთი ქალი ტრენერი გახლდათ. პროფესია ბავშვობიდანვე არჩეული ჰქონდა, რაც გამომდინარეობდა მამისადმი განსაკუთრებული სიყვარულით − მამაც სწორედ სტომატოლოგი გახლდათ. დაუღალავი შრომისა და გამოწვევების ახალ შესაძლებლობად გარდაქმნის შედეგად, დღეს თინათინი მსოფლიოში წამყვან იმპლანტოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის ექიმებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. ფლობს უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილ ორ ფილიალს და უახლოეს მომავალში, ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს, რომელიც, ამავდროულად, IFZI GmbH-ს სასწავლო ცენტრიც იქნება.

თინათინ მუშკუდიანმა პროფესიული ზრდა ორი შვილით, სრულიად მარტომ დაიწყო. ერთი ბორმანქანით მცირე სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა. დაუღალავმა შრომამ და პროფესიონალიზმმა ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი შესძინა. თინათინის თქმით, პაციენტთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ შანსი მიეცა, ცენტრალურ უბანში გაეხსნა ახალი ფილიალი. ამის შემდეგ, კლინიკის მეტად განვითარებისთვის, მეორე ფილიალი აბაშიძეზე, ქირით გახსნა. აბაშიძის ფილიალის წარმატების შემდეგ, გადაწყვიტა, იჯარა საკუთარი ფართით ჩაენაცვლებინა და საბურთალოზე ახალი ფილიალი გაეხსნა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, რამდენიმე წლის შემდეგ საშუალება მიეცა, ჰქონოდა საკუთარი სახლიც და გაეფართოებინა კლინიკაც. დაბრკოლებებთან ერთად, თინათინის ცხოვრებაში არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც ღრმად ირწმუნეს მისი შესაძლებლობების და დაეხმარნენ კარიერულ განვითარებაში. როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტი დაასრულა, რეზიდენტურა "უნიდენტში", მარინა მამალაძესთან გაიარა. თინათინის განმარტებით, მაშინ, როდესაც თინათინს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მარინა მამალაძემ მისცა შესაძლებლობა, მის ბაზაზე გაევლო რეზიდენტურა, რაც პირველი კარიერული მიღწევა იყო თინათინისთვის.

"ჩემი პოტენციალი პირველად ისეთმა სტომატოლოგმა დაინახა, როგორიც ქალბატონი მარინაა", − აღნიშნავს თინათინ მუშკუდიანი.

კლინიკის სახელწოდება − "დენტ ადეპტი", მიღწევასთან ასოცირდება. თინათინს მიაჩნია, რომ სახელი პროფესიული და პირადი ისტორიის მთავარი შემადგენელი ნაწილია. თინათინ მუშკუდიანი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო საქართველოდან, რომელმაც მხატვრული რესტავრაციის კურსი საზღვარგარეთ გაიარა და საერთაშორისო გამოცდილება ქართველ პაციენტებთან გამოიყენა. ინოვაციურ მიდგომას იყენებდა იმპლანტაციის შემთხვევაშიც. თინათინი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოში დანერგა ბრიტანელი მეცნიერის აპარატი ბიჰელიქსის მიმართულებით. ეს არის მიდგომა, რომლის დროსაც აპარატი სასას ისე აფართოებს, რომ ქირურგიული ჩარევის საჭიროება აღარ დგას. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული შესაძლებლობაა არა მხოლოდ ორთოდონტისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. მიღწევების მხარდამხარ, ანტრეპრენერი სწავლას მაინც არასდროს წყვეტდა.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული კლინიკა "დენტ ადეპტი", დღეს მომხმარებელს უნიკალურ სერვისებს სთავაზობს. კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო აპარატებით. კლინიკაში შეხვდებით მაღალი ხარისხის, ყველაზე ძვირადღირებულ, Plamenca-ს ბრენდის ბორმანქანებს, imes-icore-ის საჩარხ აპარატს, რომელიც საქართველოში არავის აქვს. ინოვაციური მიდგომები და უახლესი აპარატურა თინათინსა და "დენტ ადეპტის" მთელ გუნდს საშუალებას აძლევს, დასვან ზუსტი დიაგნოზი და მცირე დროში მაღალი ხარისხის შედეგი აჩვენონ. რაც შეეხება ექიმებს, თითოეული მათგანი პაციენტთა კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.

"ყოველთვის ასეთი მიდგომა გვაქვს, რომ უნდა ვიდგეთ პაციენტის ადგილას. მათდამი ემპათიურად ვართ განწყობილნი და ვცდილობთ, ყველაფერს პაციენტების თვალით შევხედოთ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მქონდა გუნდი გამეზარდა, ნამდვილად არ იყო მარტივი ეს პროცესი, რადგან უპირველესად, ვეძებ ადამიანს და შემდეგ ადამიანში ექიმს. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანებისადმი და ვფიქრობ, ამას პაციენტები მაშინვე გრძნობენ. რაც შეეხება პროფესიულ ზრდას, ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს, რაც წარმატებისთვის აუცილებელი პირობა გახლავთ", − განმარტავს თინათინ მუშკუდიანი.

კარიერის პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, ანტრეპრენერი ერთი პროფესიული და ცხოვრებისეული პრინციპით მოქმედებს:"არასდროს მოვიქცე ისე, როგორც არ მინდა თავად მომექცნენ". სწორედ ამ ღირებულებებზეა აგებული კომპანიაც და თითოეული თანამშრომელი ამ ხედვას იზიარებს. შედეგად, სერვისი და მომხმარებლებთან ურთიერთობა სრულად არის დამყარებული პაციენტთა კეთილდღეობაზე. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თინათინი ახალ ფილიალს გახსნის, რომელიც, ამავდროულად, IFZI GmbH-ის სასწავლო ცენტრიც იქნება და შეძლებს, საქართველო დენტალური იმპლანტაციის ჰაბად აქციოს.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"