ნიკა ბაქრაძე - ტექნოლოგიური გამოცდილებისა და კონტენტის შექმნის შესახებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი მობილური ტექნოლოგიებით, ფოტო თუ ვიდეოგადაღებით. როცა დაბადების დღეზე მშობლებმა პირველი ტელეფონი მაჩუქეს, სხვადასხვა ობიექტის გადაღება ჩემი ჰობი გახდა.
თავისუფალ დროს ქუჩაში ფოტოებს ვიღებდი, მუდმივად ვეძებდი ინფორმაციებს ახალ ტექნოლოგიებზე. აბიტურიენტობისას ბლოგერობაც დავიწყე და ძალიან მსიამოვნებდა ადამიანებისთვის ამ სიახლეების გაზიარება", - ნიკა ბაქრაძე, კონტენტკრეატორი.
როგორც ნიკა გვიყვება, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, მისი საქმიანობა მობილურ ფოტოგრაფიაში გადაიზარდა. 2017-2018 წლებში, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებებს ეუფლებოდა, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ბლოგებს ამზადებდა.
"კონტენტზე აქტიური მუშაობიდან გამომდინარე, 2019 წელს iPhone-ი პირველად გამოვიყენე, რადგან მაღალი ხარისხის ვიდეოგადაღების მქონე აპარატურა მჭირდებოდა.
2020 წელს Apple-მა პირველად წარადგინა თავის სილიკონზე მომუშავე MacBook-ები, რომლებმაც კომპიუტერულ სამყაროში დიდი გადატრიალება მოახდინა წარმადობასა თუ ელემენტის სიცოცხლისუნარიანობაში. ამ პოზიტიურმა ცვლილებებმა გადამაწყვეტინა, ეს ეკოსისტემა უფრო სიღრმისეულად გამომეცადა".
დღევანდელ სამყაროში კონტენტი არამხოლოდ მარკეტინგის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი, არამედ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი თვითგამოხატვის საშუალებაა.
"ადრე მიიჩნეოდა, რომ სოციალურ ქსელში კონტენტი დალაგებული, დავარცხნილი და იდეალური უნდა ყოფილიყო. თუმცა ტიკტოკმა ყველა ეს სტერეოტიპი დაანგრია. შეიძლება კამერის წინ ხალათით იჯდე და იმდენად საინტერესო ისტორიას მოჰყვე, რომ დიდი აუდიტორიის ყურადღება მიიქციო.
ეს თავისუფალი ფორმატი ბრენდებმაც აითვისეს და მათ მიერ შექმნილმა ვიდეომ ბიუჯეტის გამოყოფისა და სააგენტოების დაქირავების გარეშეც შესაძლოა დიდი წარმატება მოიპოვოს.
იქიდან გამომდინარე, რომ iPhone-ი სოცქსელებთან საუკეთესოდაა ადაპტირებული, ეს საუკეთესო არჩევანია. MacBook-ი კი უფრო მძიმე და მაღალი ფროდაქშენის კონტენტის დამუშავებაში გვეხმარება".
ნიკა Apple-ს ეკოსისტემას Eywa-ს ადარებს, ფილმიდან "ავატარი", უნივერსალური გონება, რომელთანაც "დაკავშირება" პლანეტა პანდორას ყველა მკვიდრს შეუძლია. Apple-ის ეკოსისტემა თითქმის იგივეა. ყველა გაჯეტი გაერთიანებულია ერთ ორგანიზმში, რომლის მიზანია, მოგიტანოთ სარგებელი და კომფორტი.
"და თუ თქვენც გსურთ თქვენი სამუშაოს მარტივად ორგანიზება, მაშინ ახლა საუკეთესო დროა, შეიძინოთ MacBook Air-ი სპეციალურ ფასად, კერძოდ, 200 ლარამდე შეღავათით 10 მარტამდე, მხოლოდ საქართველოში, Apple-ის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიებში: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore.
შეგახსენებთ, მხოლოდ მათთან შეგიძლიათ შეიძინოთ Apple აღჭურვილობა გარანტიითა და სერვისით, ასევე ისარგებლოთ Trade-in პროგრამით".