You can be on Entrepreneur’s cover!

TKT.GE-ზე მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენას შეძლებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TKT.GE - ს სპორტის ქომაგებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების შეძენა პირდაპირ TKT.GE-ზე შეგიძლიათ. რაც მთავარია, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნულ ვალუტაში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

TKT.GE - ისთვის 2022 წელი სიახელებით სავსე წელი იყო, შეუერთდა ყველაზე დიდ ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, TNET-ს.

2022 წელი ბევრი ახალი ღონისძიებით იყო გამორჩეული: ევრობასკეტი, ჩემპიონთა ლიგა, F1 … ყველა მასშტაბური ღონისძიების და ივენთის ბილეთები TKT.GE-ზე ექსკლუზიურად იყიდებოდა.

როგორც TKT.GE-ს წარმომადგენლები ამბობენ, კომპანიის გრძელვადიანი გეგმა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ღონისძიების შეთავაზებას ითვალისწინებს.

განახლდება თვითმფრინავის ბილეთების შეძენის პროცესი და მომხმარებელს ექნება სხვადასხვა ბენეფიტები ბილეთების ყიდვისას.

სიახლეები იგეგმება უშუალოდ საიტის ფუნქციონალის დახვეწის კუთხითაც, ბილეთების შეძენის დროს, სტადიონებისა და დარბაზების 360 გრადუსით დათვალიერება იქნება შესაძლებელი, რაც საშუალებას მისცემს ღონისძიებაზე დასწრების მსურველს უკეთ აღიქვას სკამების განლაგება და სასურველი ადგილი დაზუსტებით აარჩიოს.

TKT.GE საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში, ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფესტივალის, კონცერტის, სპორტული და კულტურული ღონისძიების ორგანიზატორებთან, რათა ადამიანებისთვის მსგავს აქტივობებზე დასწრება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია