Get All Access for $5/mo

თქვენი ბიზნესის განვითარებაში დაშვებული უმთავრესი შეცდომა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გსურთ იცოდეთ, რა არის თქვენი ყველაზე მთავარი შეცდომა?

თქვენ მეტისმეტად ინდივიდუალური პრობლემის გადასაჭრელად, "სტანდარტულ", "უნივერსალურ" გამოსავალს ეძებთ. ისეთი ინდივიდუალურის, და ისეთი უნიკალურის, როგორიც თავად ხართ… იმიტომ, რომ ეს თქვენ ხართ!

ამას სიამოვნებით აიცილებდნენ თავიდან ისინი, ვინც ბიზნესის მფლობელებს ასწავლიან და წიგნებს ყიდიან. მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ უნიკალური შესაძლებლობები გაქვთ, რომლებიც სწორ სტრატეგიებს უნდა შეუთავსოთ. თქვენ ზუსტად ის არ უნდა გააკეთოთ, რაც სხვებმა გააკეთეს და ზუსტად იმავე შედეგს არ უნდა ელოდეთ, რაც მათ მიიღეს.

ამას წლების წინ მივაქციე ყურადღება. უბრალოდ, დადგენა მსურდა, რატომ "იწვნია მარცხი" ამდენმა ადამიანმა და რატომ ვერ გამოიყენა თავის ბიზნესში ახალი სტრატეგიები. ამ სიტყვებს ბრჭყალებში ვსვამ ("იწვნია მარცხი"), რადგან მიყვარს თქმა, რომ თქვენ არასოდეს არაფერში გიწვნევიათ მარცხი და ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ, სანამ უფრო შორს წავალთ.

თქვენი გონება სრულყოფილი მანქანაა, რომელსაც საკუთარი თავის გამოვლენა შეუძლია

რას ვგულისხმობ ამ სიტყვებში? თქვენი ქვეცნობიერი თქვენსავე ცნობიერზე 9 მილიონჯერ უფრო სწრაფად მუშაობს. იგი ელვისებრი სისწრაფით ახარისხებს თქვენ მიერ მიღებულ ინფორმაციას. შედეგად მიღებული "იმიჯი" ქმნის თქვენს რეალობას.

დახარისხების ეს სწრაფი პროცესი წესებით უნდა იმართებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი არეულ-დარეულობა იქნება. სინამდვილეში, ეს წესები თქვენი რწმენის სისტემებია. თქვენი ცხოვრების განმავლობაში ჩამოყალიბებული რწმენები გკარნახობთ, თუ რომელი ინფორმაცია გახდება თქვენი რეალობის ნაწილი და რომელი უნდა გადაყაროთ.

ამ შემთხვევაში, ნამდვილად არაფერში შეცდებით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს მიდგომა არ შეესაბამება იმას, რაც თქვენი აზრით, თქვენსავე ბიზნესში გაამართლებს. ეს მხოლოდ ნაწილია დიდი სურათის. ამასთან ერთად, თქვენ უნიკალური თვისებებიც გაქვთ, როდესაც საქმე ფულის გამომუშავებას ეხება. ამას ისევე ვერ გააკონტროლებთ, როგორც თქვენი თვალის ფერს. მე ამას ვუწოდებ: თქვენი "ფულის დნმ".

მეტისმეტად ხელოვნური ხომ არ არის ეს შედარება? შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ზუსტად ასეა. ამას ალბათ ადრეც შესჯახებიხართ, ბიზნესშიც და ზოგადად, ცხოვრებაშიც. ზოგიერთი სტრატეგია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მუშაობს, ზოგიერთს კი აშკარაა, რომ ძალდატანება სჭირდება. ეს იმიტომ, რომ თქვენ თქვენ ხართ! თქვენ სინამდვილეში საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდიხართ და ამიტომ არ ამართლებს ეს გზა.

მე ყოველთვის ვგრძნობდი ამას. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იქნებით, მაგრამ ჩემი ასპერგერის სინდრომის წყალობით, მე ის მეთოდოლოგია უნდა მეპოვა, რომელიც ამას ამიხსნიდა. სწორედ ამან მიბიძგა გამომეგონებინა ფრაზა "ფულის დნმ" და ეს კონცეფცია ისე დამემუშავებინა, რომ მისი წარმატებით გამოყენება შემძლებოდა სწორი სტრატეგიების მოსაძებნად.

და ამ გზამ გაამართლა!

ამ გზაზე ნამდვილად იყო გარკვეული მცდელობები და შეცდომები, მაგრამ საბოლოოდ, საკუთარი "ფულის დნმ" აღმოვაჩინე და მეთოდოლოგიებისა და სტრატეგიების ძიება დავიწყე, რომლებიც მას შეესაბამებოდა. შედეგად, ახლა ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც მსურს და სადაც მსურს, და თან, მთლიანად ჩემი პირობებით. მინიმალური ძალისხმევით შემიძლია ფულის გამომუშავება. ისიც შემიძლია, ჩემი ოჯახისთვის მქონდეს საკმარისი დრო და ისეთი ცხოვრება მქონდეს, როგორიც მსურს.

ამას თავის საქებად კი არ ვამბობ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საკუთარი სტრატეგიის პოვნა თქვენც შეგიძლიათ! ილონ მასკი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი საკუთარი დილის რუტინით არ გამხდარა. მან ის იპოვა, რაც მის შემთხვევაში ამართლებს და აღიარა კიდევაც ეს გზა!

ეს განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს პიროვნული განვითარებისა და ბიზნესქოუჩინგის სფეროში, სადაც ადამიანები მორიგი პოპულარული პროდუქტის ძიებით არიან შეპყრობილნი. როგორც კი ვინმე წარმატებას მიაღწევს, ინფორმაცია ტყის ხანძარივით ვრცელდება, სანამ შემდეგი არ გამოჩნდება. ადამიანები, რომლებიც ასე დახტიან აქეთ-იქით, მხოლოდ სხვის დაკრულზე ცეკვავენ და არასოდეს ემსახურებიან საკუთარ თავს.

ახლა ამის საპირისპირო შემთხვევა განვიხილოთ − თაღლითები. ისინი არაფერს ერიდებიან მიზნის მისაღწევად, ყოველდღიურად ქანცგაწყვეტამდე შრომობენ, რას არ აკეთებენ, მაგრამ სტრატეგია არ აქვთ. თითქმის ემოციურ "გადაწვამდე" მიდიან და, მართალია, კარგი შემოსავლის მიღება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ. როდესაც რაიმეს ძალიან ძლიერ კრავთ ხელს, ბუნებრივია, ეს ხახუნს გამოიწვევს. დიახ, შესაძლოა წინსვლა გქონდეთ, მაგრამ ამისთვის უზომოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოგიხდებათ.

როდესაც ბავშვი დედის მუცელშია, წარმოდგენაც კი არ აქვს ვინმეს, როგორი იქნება ის. ჩემს შემთხვევაშიც ასეა − ჩემს ვაჟს ქერათმიანი დედა ჰყავს, თეთრი კანითა და ცისფერი თვალებით, მამას კი მუქი თმა, მუქი კანი და ყავისფერი თვალები. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, ის როგორი იქნებოდა (როგორც აღმოჩნდა, ლამაზი). მთავარი ისაა, რომ აქ თქვენი დნმ-ია გადამწყვეტი, ის ქმნის თქვენს მომავალს. თუ ასეა, რატომ უნდა მოახვიოთ მას თავს ის, რაც მისთვის სრულიად უცხოა?

სტარტაპების 90% "წარუმატებელია" და ადამიანების 77% ამბობს, რომ ემოციური "გადაწვის" სინდრომი აქვს. სწორედ ამიტომ ვამბობ: ეს უპირველესი შეცდომაა, რომელსაც თქვენი ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვისას უშვებთ. სტანდარტული მიდგომა ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. ეს სტრატეგია თქვენთვის არ არის, თუ მას შემთხვევით საკუთარ თავს არ მოარგებთ (რაც ნაკლებად სავარაუდოა)!

საკუთარ თავს წარუმატებლად ნუ მიიჩნევთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გაუმკლავდით იმას, რაც სხვებთან ამართლებდა.

დრო გამოყავით და დაადგინეთ, ფულის გამომუშავების რა უნიკალური ნიჭი გაქვთ (თქვენი "ფულის დნმ").

მოძებნეთ სტრატეგიები, რომლებიც თქვენ და თქვენი "ფულის დნმ"-ს მოგერგებათ.

არ მინდა იფიქროთ, რომ ყველაფერი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ! სრულიადაც არა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს შემთხვევაში არაფერი გაამართლებს, რაც სხვამ მოიფიქრა. უბრალოდ, ჩვენ ადვილად ხელმისაწვდომი ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შედეგად, ყველაფერი უნდა გავფილტროთ და ის დავიტოვოთ, რაც ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლოა. იგივე შეიძლება ითქვას თქვენი ბიზნესის განვითარებაზეც.

თუ ჭიშკარს ფართოდ გააღებთ, ძალიან სწრაფად გაგაოცებთ ის, რაც თავს დაგატყდებათ და საბოლოოდ, არაფერს გააკეთებთ, ან კიდევ არასწორ ნაბიჯებს გადადგამთ და დიდი რისკის წინაშე დააყენებთ საკუთარ თავს. თანამოაზრეები შემოიკრიბეთ გარშემო, სხვადასხვა სტრატეგია და პროექტი სცადეთ და თქვენი, როგორც ანტრეპრენერის, ზრდას ვერაფერი შეაჩერებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია