Get All Access for $5/mo

''თლილი'' - ახალგაზრდების გასაძლიერებლად საწარმო ხის ნივთების, ავეჯის, დეკორატიული ნივთების დამზადებითა და მათ რესტავრაციაში ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით აღწევს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თლილი

"თლილი" ქართული სოციალური საწარმოა, რომლის მიზანს ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება და მათთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების მიცემა, განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამას საწარმო ხის ნივთების, ავეჯის, დეკორატიული ნივთების დამზადებითა და მათ რესტავრაციაში ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით აღწევს.

"იდეა მე და ვლადიმერ ასანიშვილს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის ბავშვებთან ერთად მუშაობისას გაგვიჩნდა, როდესაც მათთან ერთად მეორადი ხის პალეტებისგან ეზოს მაგიდასა და სკამებს ვაკეთებდით. გვინდოდა ისეთი სივრცის შექმნა რომელიც დადებით ცვლილებებს მოიტანდა ადამიანებისთვის. ჩვენი მოტივაციაც ეს იყო. გვსურდა ცვლილებები მოგვეხდინა და დავხმარებოდით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება ხშირ შემთხვევაში ძალიან სჭირდებათ", − ამბობს ჯაბა ჩხეტიანი, "თლილის" თანადამფუძნებელი Entrepreneur-თან საუბრისას.

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, საქველმოქმედო ფონდ "კარიტასში" მომუშავე ბიჭებისთვის კარგი შანსი აღმოჩნდა. საგრანტო განაცხადის გაკეთებისა და რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, სოციალური საწარმო "თლილი", "კარიტასის" ბაზაზე ოფიციალურად დაარსდა. საწარმოში დღეს უკვე ხის ავეჯი, თაროები, საწოლები, დეკორატიული ნივთები, საყვავილეები, მცირე ზომის სათამაშოები და ხის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მზადდება.

საწარმოში მომუშავე პრობაციონერი ახალგაზრდები ხისა და ხის ნაკეთობების დამზადების, დამუშავების ტექნიკასა და სხვა უნარ-ჩვევებს კომპლექსურად იძენენ, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში ხელს უწყობს.

"ჩვენი საწარმოს მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, რესოციალიზაცია და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად დაბრუნება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", − გვეუბნება ჯაბა.

საწარმოს ფუნქციონირების თითქმის ერთი წლის თავზე დაგროვილი გამოცდილებისა და დაკვირვების შემდეგ გუნდი ამბობს, რომ საწარმოს საქმიანობაში ახალგაზრდა პრობაციონერების ჩართულობა დადებით გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ დასაქმებულ ახალგაზრდებზე, ასევე იმ საზოგადოებაზე, სადაც თავად საწარმო ფუნქციონირებს. ეს დამატებითი მოტივაციაა მათთვის. ასევე, მიაჩნიათ, რომ სოციალური მეწარმეობა ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების, ინტერესებისა და ინიციატივების აღმოჩენაში ეხმარება.

"ჩვენს გუნდს მიაჩნია, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია არა მარტო გარკვეული მოწყვლადი ჯგუფებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. სოციალური საწარმო თავისი იდეით არის როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის, ასევე საზოგადოებისა და მისი მოწყვლადი ჯგუფების გაჯანსაღება-გაძლიერების მძლავრი საშუალება", − ჯაბა ჩხეტიანი.

"თლილი" დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ უკვე შვიდ ადამიანს ითვლის გუნდში. სამომავლოდ როგორც გუნდის, ასევე წარმოების რაოდენობის ზრდაც იგეგმება. პირველ ეტაპზე სურთ, რომ საკუთარი ხის ნაკეთობები მთელ საქართველოს, შემდეგ კი უკვე უცხოელ მომხმარებლებსაც გააცნონ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."