Get All Access for $5/mo

TNET-ის UI/UX მიმართულებას ბაჩო ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაჩო ბარნაბიშვილის გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით დაახლოებით 10 წელზე მეტს ითვლის.

თინეთი საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა და 8 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობაილ აპლიკაციას აერთიანებს. თინეთის ქოლგის ქვეშ ერთიანდებიან ბაზრის ისეთი მოწინავე ბრენდები, როგორიცაა: vendoo.ge, tkt.ge, mymarket.ge, myauto.ge, myhome.ge, myparts.ge და livo.ge.

ბაჩო ბარნაბიშვილის გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით დაახლოებით 10 წელზე მეტს ითვლის. ამ მიმართულებით 2013 წელს ერთ-ერთ ციფრულ სააგენტოში დაიწყო მუშაობა და ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა შემდეგ პოზიციებზე:

- დიზაინ მიმართულების დირექტორი, საერთაშორისო IT კომპანია Webiz.com;

- მთავარი UX დიზაინერი, საქართველოს ბანკის ბიზნეს მიმართულება.

2017 წლიდან ბაჩო ტექნოლოგიური საგანმანათლებლო მიმართულებით დაინტერესდა, რის შედეგადაც:

- შექმნა საქართველოში პირველი UI/UX დიზაინის კურსი, რომელიც დღემდე სხვადასხვა სასწავლებლებში 200 -ზე მეტმა ადამინმა გაიარა;

- დააარსა Design Talks Tbilisi რომელიც იყო ერთგვარი პლატფორმა დიზაინერებისთვის;

- დააორგანიზა პირველი Dribbbble Meetup-ს საქართველოში და ივენთის ირგვლივ 500-ზე მეტი დიზაინით დაინტერესებული ადამიანი შეიკრიბა.

ბაჩოს სამომავლო მიზნების მიღწევაში გიგა თამარაშვილი და ლევან გეჯაძე დაეხმარებიან.

გიგა UI Chapter Lead-ის პოზიციას დაიკავებს, ლევანი კი - UX მიმართულების Chapter lead იქნება.

გიგას გამოცდილება ძალიან მრავალმხრივია და მოიცავს ისეთ მოწინავე სააგენტოებთან თანამშრომლობას, როგორიცაა Jessica Walsh.

ასევე, ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო სტარტაპ კომპანიებთან.

საქმიანობის ყველაზე საყვარელი მხარე კი გამოხატულია გიგას მიერ შექმნილ ინსტაგრამ გვერდზე Colours Cafe, რომელიც ბევრი არტისტისთვის ინსპირაციის წყარო და უამრავი სიახლის შეცნობის საშუალებაა.

ლევანისთვის თინეთის გუნდი უცხო სულაც არ არის, ვინაიდან წარსულში myauto.ge-ს პროდუქტ დიზაინის მიმართულებით მუშაობდა.

ასევე, მისი ბოლოდროინდელი გამოცდილება მოიცავს კომპანია მეამასთვის სხვადასხვა პროექტზე UX/UI დიზაინის შექმნას.

თინეთის ახალი გუნდის წევრების ხედვა, პირველ ეტაპზე, კომპანიის ყველა პლატფორმისთვის კონსისტენტური დიზაინ სტილის მქონე ნავიგაციის შექმნაა. დროთა განმავლობაში, ასევე იგეგმება Brad Frost-ის შემუშავებული მეთოდების (Atomic Deisgn) დანერგვა ძირითადი დიზაინ სისტემების შესაქმნელად, სადაც ყურადღება მიექცევა დიზაინ ტოკენების შექმნასა და ძირითადი პატერნის განსაზღვრას. რაც მთავარია, გუნდის პრიორიტეტების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სამომხმარებლო კვლევის მიმართულება, რომელიც TNET-ის Super App-ს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნასა და მუდმივ განვითარებაში დაეხმარება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი