Get All Access for $5/mo

''ტოიოტა ცენტრი თეგეტას'' ახალი გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი გახდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" ახალი გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი იაპონური ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობაში წლებია მუშაობს და კომპანიის განვითარების გზას კარგად იცნობს. 6 წლის განმავლობაში "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გაყიდვების გუნდში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ბოლო 2 წელი კი "ტოიოტა კავკასიაში" მუშაობდა, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოსა და აზერბაიჯანში. "ამ გუნდში ყოფნამ მომცა უზარმაზარი გამოცდილება და საშუალება სხვა კუთხით დამენახა კომპანიის განვითარების შესაძლო გზები."

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" დღეს საკმაოდ წარმტებული კომპანიაა, ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნდობა როგორც სერვისის ასევე ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით მოიპოვა.

"ტოიტოა ცენტრი თეგეტას" 8-წლიანი არსებობოს მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისთვის. ევროპელი და იაპონელი კოლეგების შეფასებით კომპანია "ტოიოტა ევროპის" მიერ დადგენილ სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.

იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულებაშია, ეს პრინციპი კი გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრუყოფილებისაკენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პრინციპის დაცვა და ვეცდები მაქსიმალურად გავაუმჯობესო არსებული სერვისები, რაც მოგვცემს საშუალებას მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს".

მარიამ მელიაშვილს ახალ პოზიციაზე საკმაოდ რთული გამოწვევები დახვდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ჯერ კიდევ პანდემიაში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. მოკლევადიანი მიზნებიც სწორედ მის აღმოფხვრას ეხება, გრძელ ვადაში კი იმ სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.

"სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მთავარი იქნება ის, რომ უმტკვნეულოდ მოვახერხოთ და გადავაგოროთ მიმდინარე პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების დეფიციტთან. ჩვენი მიზანია ეს დანაკლისი შევავსოთ მეორადი ავტომობილებით, რომელთა შემოწმება და შეკეთება ტოიოტას ოფიციალური პროგრამის - Approved Used-ის ფარგლებში ხდება. ხოლო, გრძელვადიანი გეგმა ავტმობილთან დაკავშირებული პროდუქტების უფრო მეტად განვითარებაა. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მარტივად, ერთ სივრცეში, მიიღოს ნებისმიერი მომსახურება. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ეს პროცესი დაწყებულია და ვფიქრობთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას".

მარიამ მელიაშვილი ახალ პოზიციაზე სამუშაოს დაწყებას არსებული ვითარების ანალიზით გეგმავს. მთავარი მოტივაცია მისთვის ერთიანი, შეკრული გუნდია, რომელიც ერთდროულად ბედნიერი და საქმეზე ორიენტირებულია.

"ტოიოტა ცენტრ თეგეტას" ერთი მხრივ ზურგს უმაგრებს რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი "თეგეტა ჰოლდინგი", მეორე მხრივ კი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი "ტოიოტა კავკასია". ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ამბიცია საუკეთესო მომსახურებაზე საქართველოში. სწორედ ამის გააზრება და განხორციელება იქნება ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის მიზანი. მჯერა, რომ იაპონური ბრენდის სტანდარტების დაცვით "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" საინტერესო პროექტებს დავნერგავთ".

მისი დევიზი სწორედ გუნდურობიდან მოდის. მიზანი ღიაობა, სამართლიანობა და ჯანსაღი მსჯელობაა, რაც საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს და აუმჯობესებს.

"გუნდური მუშაობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. ვცდილობ ყველა ადამიანის მხრიდან შევხედო ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყევტილება. მგონია, რომ სწორი გადაწყევტილებები ჯანსაღი დისკუსიის და აზრთა გაცვლის შედეგად მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ჩემი დევიზი გუნდურობაა".

დიდ გუნდთან ერთად გეგმავს, განახლებული ძალებით, ტოიოტა ცენტრი თეგეტას განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და იაპონური ბრენდის მომხმარებლისთვის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ