Get All Access for $5/mo

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა ამ მოდელით "ტოიოტამ" ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა. C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა ავტომოყვარულებში უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა.

ამ მოდელით "ტოიოტამ" ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს − C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას, იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი ძალიან დახვეწილი, წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და სხვა დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვის დროს შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტიაა ნებისმიერ სიჩქარეზე. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა, ულტრათანამედროვე ტექნიკა − ეს "ტოიოტას" მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია, თუმცა არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR აერთიანებს 10-მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი ეს მოდელი. თუმცა, თუ რომელიღაც თქვენგანს კიდევ უფრო განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR და გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ კონკრეტულად თქვენთვის მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა მაგალითად, C-HR "ჩერი" და C-HR "ლაიმი".

Toyota C HR- წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C HR-ზე, "ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან" გადმოგეცემათ "მწვანე ბარათი", რომლის მეშვეობითაც გახდებით "ტოიოტას" "მწვანე გზის კლუბის" წევრი. ეს გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, "აჯამეთის" ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად. შემოუერთდით "ტოიოტა თეგეტას" CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

სტივ ჯობსის ცხოვრების 20 გადამწყვეტი მომენტი

Entrepreneur ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე