Touch Platform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch RGB 3–4 აპრილს გაიმართება.
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფესტივალის მთავარი ნაწილი ჩატარდება 3 აპრილს, Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში, ხოლო 4 აპრილს მონაწილეებს ელოდებათ პარალელური ვორქშოფები და ინტერაქციული სესიები D Block-ის სივრცეებში.
Touch RGB-ის მთავარი მიზანია ადგილობრივი და რეგიონის დიზაინ ქომუნითის მხარდაჭერა — პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტების შექმნისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.
ფესტივალს 3 ძირითადი მიმართულება აქვს, რომლის მიხედვითაც მოხდა სპიკერების შერჩევა:
- UI/UX დიზაინი
- გენერირებული დიზაინი (კრეატივი, AI, ახალი მედიები)
- Motion Design, 3D, AR / VR / XR
Touch RGB დიზაინის ორდღიანი ზეიმი იქნება, რომელიც მოიცავს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, პორტფოლიო რევიუს, პრაქტიკულ ვორქშოფებს, ნეთვორქინგს, ინსპირაციასა და პროფესიულ დიალოგს.
წელს სპიკერების ლაინაფი განსაკუთრებულად ვარსკვლავურია. ჰედლაინერებს შორის გვაქვს პატივი სცენაზე გვყავდეს
- მშოფლიოს წამყვანი დიზაინ სააგენტო - Pentagram-ის პარტნიორი და დიზაინ დირექტორი, მარინა ვილერი ლონდონიდან
- შვედური დიზაინ სააგენტო SNASK-ის დამფუძნებლები
- Figma-ს პროდუქტის დიზაინერი ტობიას ალინი, შვედეთიდან
- DEPT-ის დიზაინ დირექტორი მარტენ კუპიერსი ამსტერდამიდან
- 3D არტისტი ვინსენტ შვენკი გერმანიიდან
- სტუარტ ვოტსონი, Nomad Studio-ის დამფუძნებელი
ჯამში ფესტივალი უმასპონძლებს 20-ზე მეტ სპიკერს და 30-მდე სესიას.
ჯამში ფესტივალი უმასპინძლებს 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს და გაიმართება 30-მდე სესია, რაც მონაწილეებს მრავალფეროვან და ღრმა პროფესიულ გამოცდილებას შესთავაზებს.
ბილეთები
ფესტივალის ბილეთებზე კვირის ბოლომდე მოქმედებს Early Bird ფასები. შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://touch.ge/touchrgb26
მთავარი პარტნიორები:
Holy Motors, Smartsoft
პარტნიორები:
GIPA, Dblock, შვედეთის საელჩო
მედია პარტნიორები:
BMG, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, Marketer.ge, Palitra Media