Get All Access for $5/mo

'Tourism Matching Fund' USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალი პროექტი, რომელსაც კომპანია Noxtton ახორციელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Noxtton

ტურიზმის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, USAID-ის ეკონომიკის უსაფრთხოების პროგრამისა და კომპანია Noxtton-ის მეშვეობით, განხორციელდა საგრანტო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით HORECA-ს სფეროში ოპერირებადი ორგანიზაციების ციფრულ რეპოზიციონირებასა და საკომუნიკაციო არხების განვითარებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოხდა 50-მდე ბენეფიციარის შერჩევა. ინდივიდუალურად, თითოული მონაწილე ორგანიზაციისთვის განხორციელდა ციფრული პოზიციონირებისა და საკომუნიკაციო არხების აუდიტი, ჩამოყალიბდა ინფორმაციის დისტრიბუციისა და მიზნობრიობაზე დაფუძნებული ციფრული სარეკლამო სტრატეგია.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებულ ტურისტული ობიექტებს, გაზარდოს მათი ცნობადობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალური მასშტაბითა და მოახდინოს ბენეფიციარების სტრატეგიული განვითარებისა და ფინანსური მიზნების ხელშეწყობა.

"აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების ფონზე ტურიზმის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს მხარდაჭერას.

ძალიან მნიშვნელოვანია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენელმა კომპანიებმა უფრო მეტად გაზარდონ ხილვადობა სოციალურ ქსელებში და მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის მეშვეობით მოიზიდონ მეტი ტურისტი თავიანთ სივრცეში" - აღნიშნავს მარკ მაკკორდი, USAID ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

"ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭრის მიზნით, ჩვენი პროგრამა ახორციელებს რიგ ინიციატივებსა და პროექტებს და "ტურიზმის მხარდაჭრის ფონდი" ერთ - ერთი პროგრამაა, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მეწარმეებს წაახალისებს და დაეხმარება მიიღონ დამატებითი შემოსავლები პანდემიის პერიოდში, მეორეს მხრივ ხელს შუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასაც".

პროექტის აღმასრულებელ ორგანიზაციად დასახელდა ქართული ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Noxtton. შერჩეულ კომპანიას გააჩნია მრავალპროფილური ინდუსტრიული გამოცდილება. აღნიშნულ ორგანიზაციას პორტფოლიოში აქვს საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული 150-ზე მეტი პროექტი. ამჟამად Noxtton-ის გუნდი წარმოდგენილია საქართველოში, შვეიცარიასა და ესტონეთში.

პროგრამის ფარგლებში, კომპანია Noxtton უზრონველყოფს ბენეფიციარების სადისტრიბუციო არხების მენეჯმენტს, აუდიტორიების მართვასა და მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ეფექტურად დისტრიბუციას.

,,პროცესი სრულად ავტომატიზირებულია Noxtton-ის SM Tool-ის გამოყენებით, სადაც 1000-5000-მდე Adset-ის პროგრესი დღიურ რეჟიმში იმართება.

პანდემიის პირობების მიუხედავად, Tourism Matching Fund-ის ინიცირებიდან დღემდე შედეგის ეფექტურობის მაჩვენებელით ხდება კამპანიების დელეგირება. ტოტალურად 7-11 მილიონამდე Impression-ს გენერირდება ბენეფიციარების ციფრული აქტივების მიმართულებით, სადაც თარგეთინგ არეალს ევროპის 40-მდე ქვეყანა აერთიანებს.

სისტემურად ხდება მომხმარებლის ქცევითი ანალიზი და A/B ტესტინგი, ყველაზე ეფექტური Distribution Rate-ის იდენტიფიცირებისთვის. თემატური ინტერესების მიხედვით ვაწარმოებთ სამიზნე აუდიტორიის რეტარგეტინგ კამპანიებს, სადაც უკვე ჩართულ აუდიტორიებზე ვმუშაობთ (CPA) Cost Per Acquisition-ის ოპტიმიზაციისთვის.

გარდა ედვერთაიზინგ კამპანიების დაგეგმვისა, Noxtton აქტიურად არის ჩართული თითოეულ ბენეფიციართან ყოველდღიური კონსულტაციის კუთხითაც, რათა ინდივიდუალურ შემთხვევაში გაუმარტივდეთ ციფრული აქტივების მენეჯმენტი პროგრამის დასრულების შემდგომაც.'' - განაცხადა Noxtton-ის ექაუნთ მენეჯერმა და აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელმა თათია კობერიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".