Tower Group-ი საერთაშორისო აღიარების მწვერვალზე: კომპანიამ ყველაზე პრემიალური დეველოპერის ტიტული მოიპოვა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დეველოპერულმა კომპანიაTower Group-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კომპანია გახდა Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებული ნომინაციაში Best Luxury Real Estate Investment Developer, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის წარმატებულ საქმიანობას უძრავი ქონების სფეროში.
"Luxury Lifestyle Awards არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აღიარებს მსოფლიოს წამყვან კომპანიებს პრემიუმ სეგმენტში, მათ შორის უძრავი ქონების, სტუმარმასპინძლობისა და ცხოვრების სტილის მიმართულებით.
Tower Group-ი 2005 წლიდან საქმიანობს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ პრემიალურ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც თანამედროვე დიზაინს, კომფორტულ ინფრასტრუქტურასა და მაღალი ხარისხის სტანდარტებს აერთიანებს.
კომპანია არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია.
მათ შორის არის:
- Panorama – მრავალფუნქციური მრავალსართულიანი კომპლექსი
- Piazza Residence – პრემიალური საცხოვრებელი კომპლექსი ძველ ბათუმში
- Chateau Kvirike და Kvirike Residence - შატოს ტიპის სასტუმრო კომპლექსი ქობულეთში, რეგიონში სრულიად უნიკალური კონცეფციით
აღნიშნული პროექტების გარდა Tower Group-ი სტუმართმასპინძლობის სფეროში არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია მათ შორის კაფე ცენტრალი, რესტორანი შატო კვირიკე და სხვა. რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის უპირატესობას - ის არამხოლოდ დეველოპერია არამედ თავად ახდენს ამ კომპლექსების ოპერირებას და მათი წარმატების გარანტიას.
Tower Group-ის Piazza Residence-ის და Kvirike Residence-ის არქიტექტურულ კონცეფციაზე იმუშავა Alpha Architectura-მ და არქიტექტორმა ირაკლი ემირიძემ. Alpha Architectura 2025 წელს გახდა A' Design Award-ის მფლობელი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ღონისძიების — World Architecture Festival-ის — ფინალისტად დასახელდა, რაც აღნიშნული პროექტების არქიტექტურულ გამორჩეულობასა და საერთაშორისო აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
Tower Group-ის პროექტების საინვესტიციო ბაზარზე წარმდგენია Tower Group -ის შვილობილი საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანია Central Management Group (CMG). CMG მართავს Tower Group-ის და პარტნიორების უძრავი ქონების პროექტების სრულ ციკლს — პროდუქტის შექმნიდან გაყიდვებამდე და ხელს უწყობს არამხოლოდ პროექტების, არამდენ რეგიონის პოპულარიზაციას გლობალურ საინვესტიციო ბაზარზე.
Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვება კიდევ გვაჩვენებს Tower Group-ის, როგორც დეველოპერის როლს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია გეგმავს ახალი პროექტების განხორციელებასაც, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის პოზიციებს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, დეველოპერულ სექტორში.
დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ მათ ვებ გვერდს ან დაუკავშირდით 0422 222 222