Get All Access for $5/mo

TOYOTA-ს ჰიბრიდული ტესტ-დრაივი შემოდგომის კახეთში ტესტ-დრაივმა სტარტი გომბორის უღელტეხილის უმაღლესი წერტილიდან აიღო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Toyota

ტოიოტა კავკასიამ ოქტომბერში ჰიბრიდული ავტომობილების ხაზის ტესტდრაივი მოაწყო შემოდგომის კახეთში, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა ტიპის გზაზე 2019 წლის ჰიბრიდული C-HR-ის, Camry-ის, Corolla-ისა და RAV4-ის უპირატესობები გამოეცადათ.

ტესტ-დრაივის მარშრუტი რამდენიმე განსხვავებული მონაკვეთისგან შედგებოდა და თითოეულ მათგანზე ავტომობილის სხვადასხვა ფუნქციები დავტესტეთ.

სტარტი გომბორის უღელტეხილის უმაღლესი წერტილიდან წინანდლისკენ ავიღეთ. ამ მონაკვეთზე ახალი RAV 4 გამოვცადეთ. გზის ამ მონაკვეთში საწვავის მოხმარების მაჩვენებელს ვაკვირდებოდით ელემენტის დამუხტვის პროცესთან ერთად. ვინაიდან ტოიოტას ყველა ჰიბრიდი თვითდამუხტვადია, ისინი აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების ტექნოლოგიით, რაც ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას ან დაღმართზე ინერციით მოძრაობისას წარმოქმნილი ელექტროენერგია ელემენტში ინახება. ეს საგრძნობლად ზრდის იმ მანძილს, რომლის გავლასაც თქვენ მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით შეძლებთ, რაც თქვენს მგზავრობას უფრო ეკონომიურს ხდის.

ახალი რავ 4 კომფორტულია ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს რთული საგზაო პირობები, ჩქაროსნული გზატკეცილი თუ ქალაქის გადატვირთული გზები. განსაკუთრებით კომფორტულია უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრებისთვის, აქვს დიდი სივრცე მოსათავსებლად და თავისუფალი მგზავრობისთვის.

წინანდალში ავტომობილები გავცვალეთ და ამჯერად იყალთოს სამონასტრო კომპლექსისკენ გავეშურეთ. ამ აღმართებიან მონაკვეთზე C-HR-ის საჭესთან აღმოვჩნდით. ამ ავტომობილით პირველივე შეხედვით მოიხიბლებით. ვიზუალურად ის მომავლის ავტომობილს მოგვაგონებს, რომელიც გვპირდება რომ უკან მოვიტოვებთ უფერულ ყოველდღიურობას. გზის ამ მონაკვეთზე ავტომობილები აღმართზე ასვლისას უნდა გამოგვეცადა. არსებობს მითი, რომ ჰიბრიდული ავტომობილი არ არის საკმარისად ძლიერი, თუმცა რეალურად ავტომობილის მაბრუნი მომენტის განაწილების გამოცდისას ვნახეთ, რომ ამ დროს ავტომობილი იყენებს დამატებით ენერგიას ჰიბრიდული ელემენტებიდან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს უფრო მძლავრ აჩქარებას.

იყალთოდან ალავერდის მონასტრისკენ გზას ახალი Corolla-თი გავუდექით, რომელიც 1966 წლიდან დღემდე მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.

ახალი კოროლა მოდური და პრაქტიკულია. უახლეს კოროლას აგრეთვე ახასიათებს ტევადი და ერგონომიული სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით.

გზის ამ მონაკვეთზე ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (Toyota Safety Sense) ხაზის შეცვლის ფუნქცია (Lane change Assistance) გამოვცადეთ.

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემა (Lane Departure Alert)

ზოლიდან გადასვლის საწინააღმდეგო გაფრთხილების სისტემის მეშვეობით, თქვენი ტოიოტა შეგატყობინებთ, თუ ის დააფიქსირებს, რომ თქვენი ზოლის ფარგლებს გადაცდით. 50 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით ისეთ გზაზე გადაადგილებისას, რომელსაც გააჩნია ზოლის მონიშვნა, სისტემა იყენებს სპეციალურ კამერას, რომელიც ცნობს ზოლის აღმნიშვნელ ხაზებს და ხვდება, თუ თქვენ მათ გადაუხვევთ. ამ დროს, ავტომობილი გაძლევთ ხმოვან შენიშვნას და ანთებს შესაბამის ნიშანს ხელსაწყოთა პანელზე.

მარშრუტის შემდეგი მონაკვეთი იყალთოდან ლოპოტას გადასახვევამდე ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის სხვა ფუნქციების გამოცდას დავუთმეთ, როგორებიცაა: დინამიური კრუიზ-კონტროლი და ავტომატური შორი განათება.

ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი

Toyota Safety Sense-ის ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი უზრუნველყოფს წინასწარ მითითებულ, მინიმალურ დისტანციას თქვენსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. აღნიშნული დისტანციის შემცირებისას, სისტემა ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს და ამუხრუჭებს მას საჭიროებიდან გამომდინარე. თუ დისტანცია კვლავ გაიზრდება, სისტემა თანდათანობით გაზრდის ავტომობილის სიჩქარეს იქადე, ვიდრე არ დაუბრუნდება თქვენ მიერ მითითებულ ნიშნულს.

ავტომატური შორი განათება (Automatic High Beams)

ავტომატური შორი-ახლო განათების ფუნქცია შექმნილია ხილვადობის ოპტიმიზირებისთვის ღამით მართვის დროს, გზის ყველა მომხმარებლისთვის. კამერა აფიქსირებს შემხვედრი და წინ მიმავალი ავტომობილების მაშუქებს, ასევე გზის განათების სიკაშკაშეს. სისტემა ავტომატურად ანაცვლებს ახლო და შორ განათებას, რაც ზრდის უსაფრთხო მართვას ღამის საათებში.

ეს ფუნქციები ძალიან პრაქტიკულია და ეხმარება მძღოლს ავტომობილის მართვაში, განსაკუთრებით კი შორ მანძილზე გადაადგილებისას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მძღოლმა უნდა მოადუნოს ყურადღება, რადგან ყოველთვის არსებობს საფრთხე იმისა, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად სისტემამ სწორად ვერ აღიქვას გზაზე არსებული საფრთხეები, სწორედ ამიტომ მძღოლი ყოველთვის მობილიზებული უნდა იყოს და აკონტროლებდეს ვითარებას ავტომობილის გარშემო.

მარშრუტის საფინალო მონაკვეთზე ჰიბრიდული ავტომობილები სწრაფ სიარულსა და აჩქარებაში გამოვცადეთ, ამჯერად სატესტო ავტომობილი 2019 წლის ტოიოტა კამრი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააქარწყლა ეჭვები ჰიბრიდული ავტომობილების სიმძლავრესთან დაკავშირებით.

უპირველესად თვალშისაცემია 2019 წლის მოდელის ექსტერიერი, განახლებული ვიზუალი, რომელიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის. ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალა, რაც ხელს უწყობს მაქსიმალურ კომფორტს არამხოლოდ მძღოლისთვის, არამედ მგზავრებისთვისაც. ავტომობილს გააჩნია ელეგანტური, ტევადი სალონი.

ამ საკმაოდ ხანგრძლივმა ტესტ-დრაივმა ჰიბრიდების შესახებ არსებულ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილები ყველასთვისაა. ისინი საიმედო და სასიამოვნო სამართავია როგორც ქალაქის პირობებში, ასევე ქალაქგარეთ, შორ მანძილზე გადაადგილებისას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში "ტოიოტას" ოფიციალურ დილერებს: "ტოიოტა ცენტრ თბილისს" ან "ტოიოტა ცენტრ თეგეტას".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია