Transportal - საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია თქვენს ბიზნესს ყველა ტიპის გადაზიდვის სერვისს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Transportal-ი გთავაზობთ როგორც სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო, ასევე ნაკრები ტვირთებისა და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვებს, საბაჟო მომსახურებასა და საკონსულტაციო სერვისს.

"ტრადიციული ლოგისტიკა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, შესაბამისად, ჩვენი მიზანია, სწორი მიდგომებითა და სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოს შეთავაზებით, ტრანსპორტირების სრული ციკლი გავამარტივოთ და გამჭვირვალე გავხადოთ", - ლაშა ასლანიშვილი, Transportal-ის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ლაშა გვიყვება, იგი 10 წელზე მეტია, რაც ლოგისტიკის სფეროში საქმიანობს. გამოცდილება დააგროვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. მიღებულმა ცოდნამ საშუალება მისცა, ბიზნესის საჭიროებები და ლოგისტიკურ კომპანიებთან მუშაობის სტანდარტები დაენახა.

"სწორედ ამიტომ ჩემს პარტნიორებთან ერთად "ტრანსპორტალის" შექმნა გადავწყვიტე. ჩვენ ბიზნესებს მაღალი სტანდარტის მომსახურებას ვთავაზობთ, რაც, პირველ რიგში, მათ დროს დაზოგავს, იქნება ხარჯთეფექტური და უსაფრთხო".

ლაშა აღნიშნავს, რომ Transportal-ს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პარტნიორი ჰყავს. კომპანია ფლობს საწყობებს ევროპაში, თურქეთსა და ჩინეთის 4 სხვადასხვა დიდ ქალაქში.

გადაზიდვის მოთხოვნის დაფიქსირებიდან Transportal-ი, არაუგვიანეს 30 წუთში, ბიზნესს საუკეთესო ფასს სთავაზობს, ხოლო შემდეგ, მათი უკუკავშირის საფუძველზე, მის გაუმჯობესებასა და ოპტიმალური მარშრუტის დაგეგვმაზე მუშაობს.

"საკუთარი ბიზნესის დაწყება ნამდვილად მოითხოვს გამბედაობას, რადგან შენ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოდიხარ, სტაბილურობაზე უარს ამბობ და გაურკვევლობით სავსე სამყაროში შეაბიჯებ.

ეს არის რისკიანი, სტრესული და გამოწვევებით სავსე გზა, თუმცა თუ შენ მზად ხარ, მაქსიმალური ძალისხმევა გაიღო და გჯერა შენი მიზნების, კომპანიის შენების პროცესი ბევრად სასიამოვნო, საინტერესო და მოგებიანი გახდება".

ლაშა ამბობს, რომ თითოეული გუნდის წევრი კომპანიის კულტურას, ხედვასა და განვითარების სტრატეგიას კარგად იაზრებს.

"Transportal-ის დაფუძნებიდან 9 თვის თავზე შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ჩემს პარნტიორებთან ერთად ამ კომპანიის შექმნა ჩემს პროფესიულ კარიერაში ყველაზე რისკიანი, თუმცა ყველაზე გამართლებული გადაწყვეტილებაა.

ბიზნესისთვის თითოეული დღე ახალი გამოწვევებით სავსეა, ხოლო კომპანიის შენების პროცესში არაერთ წინააღმდეგობას აწყდები, თუმცა მიმაჩნია, რომ სწორი გუნდითა და კულტურით, პროცესების ეფექტურად აწყობით და დაშვებულ შეცდომებზე სწავლით გადაუჭრელი წინააღმდეგობა ან გამოწვევა არ იარსებებს".

ლაშა იხსენებს, რომ ბრენდისთვის მთავარი გამოწვევა ცნობადობის გაზრდა იყო, თუმცა სწორი სტრატეგიითა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით ეს მალევე მოახერხეს. ასევე, გუნდი სწორად ჩამოაყალიბეს და ბიზნესპროცესების ეფექტიანად მართვა ისწავლეს.

"როგორც ჩემთვის, ასევე Transportal-ის თითოეული გუნდის წევრისთვის კმაყოფილი მომხმარებელი და მათგან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი არის როგორც მოტიცავიის, ასევე ინსპირაციის წყარო. ეს გვეხმარება, რომ ჩვენი საქმე კიდევ უფრო ხარისხიანად გავაკეთოთ, ხოლო პარტნიორებს არაერთი ინოვაციური გადაწყვეტილება შევთავაზოთ".

Transportal-ი 9 თვეა, რაც ბაზარზე საქმიანობს, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. ბრენდმა ითანამშრომლა 250-ზე მეტ კომპანიასთან, მათ შორის არაერთ დიდ ბრენდთან და 800-ზე მეტი გადაზიდვა შეასრულა. კომპანია ყოველთვიურად 30%-ით იზრდება, რაც ხაზს უსვამს მომსახურების მაღალ სტანდარტს, სანდოობას და მომხმარებლების კმაყოფილებას.

"2025 წელს ბევრად უფრო დიდი მიზნები გვაქვს. ვმუშაობთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების არეალი გავაფართოოთ. ამისთვის არაერთი ვიზიტი გვაქვს დაგეგმილი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენს მომხმარებელს უკეთესი ტარიფი და სატრანზიტო პერიოდი შევთავაზოთ, რაც ჩვენი შეკვეთების რაოდენობას გაასამმაგებს.

ასევე, გვინდა, ჩვენი პლატფორმა გავაუმჯობესოთ და ბიზნესს მეტი შესაძლებლობა მივცეთ სხვადასხვა პროცესის ციფრულად სამართავად. ლოგისტიკის ქართული ბაზრის გაციფრულების პროცესში ჩვენს წვლილს შევიტანთ".

Business News

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი

ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია