Get All Access for $5/mo

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

წარმატება საკმაოდ პირობითი ცნებაა და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანისთვის იგი სუბიექტურად, პერსონალური შეხედულებისამებრ აღიქმება. ჩვენს მკითხველს, სულ ახლახან, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, გაეროს თაოსნობით შემუშავებული დოკუმენტი − Skills for 21th Century გავაცანით, სადაც დეტალურადაა განხილული ყველა ის უნარი და თვისება, რომელიც თანამედროვე ადამიანს წარმატებული ცხოვრებისათვის სჭირდება.

ეს დოკუმენტი აერთიანებს სამ ძირითად ჯგუფს, ესენია: "სწავლისა და ინოვაციების უნარები"; "ციფრული ცნობიერების უნარები" და "კარიერული და ცხოვრებისეული უნარები". თითოეული ჯგუფი ქვეპუნქტებადაა წარმოდგენილი და საბოლოო ჯამში, გვაძლევს ზოგად ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა სახის უნარები უნდა განვავითაროთ საკუთარ თავში წარმატებული კარიერული და საზოგადოებრივი ცხოვრების მისაღწევად.

ეს თემა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი აუდიტორიისათვის და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს ჩვენი ახალი რუბრიკა − "წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", სადაც წარმატებული ქართველი ანტრეპრენერები თავიანთ მოსაზრებასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ რჩევებს გაგვიზიარებენ.

ჩვენი რუბრიკის პირველი რესპონდენტი, Elven Technologies-ის დამფუძნებელი, ჩვენი მკითხველისათვის კარგად ნაცნობი ნამდვილი ანტრეპრენერი − ვამეხ ხერხეულიძეა. ვამეხი, თავის გუნდთან ერთად, წარმატებით მუშაობს მეხანძრის, ცეცხლგამძლე, მაღალტექნოლოგიური კოსტიუმის წარმოებაზე და სამომავლო მიზნად, ილონ მასკის მიერ მარსზე გაფრენის დროს, ადამიანების Elven-ის ეკიპირებით აღჭურვას ისახავს.

Entrepreneur წარმოგიდგენთ იმ 5 უნარსა და თვისებას, რომელიც, ვამეხის აზრით, თანამედროვე ადამიანს წარმატების მისაღწევად დასჭირდება.

შრომისმოყვარეობა − ვამეხი მიიჩნევს, რომ შრომისმოყვარეობის გარეშე პრაქტიკულად არაფერი გამოდის. უამრავი იდეა არსებობს და კარგმა აზრმა, შესაძლოა ყველას გაგვიელვოს, თუმცა მისი განხორციელება, საბოლოო ამოცანის 99%-ია. წარმატების მიღწევა ყოველდღიურ, ხანდახან ძალიან მოსაწყენ და რუტინულ შრომას მოითხოვს.

ცნობისმოყვარეობა − ცნობისმოყვარეობას, ვამეხის აზრით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როდესაც რაიმე პრობლემას ან ფაქტს ვაწყდებით და არ ვსვამთ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ ხდება ეს ყოველივე, შემეცნების პროცესი რთულდება. ცნობისმოყვარეობის მონაპოვარია, რომ ადამიანები ინტერესდებიან მეცნიერებით. ინტერესი აღმოჩენებსა და ახლის შექმნაში გადაიზრდება და კაცობრიობა ვითარდება. მისი აზრით, მეცნიერებისა და ინჟინერიის არსებობა სწორედ ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა.

ადამიანებთან ურთიერთობა − თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ნაწილი კაპიტალისტური წყობით ცხოვრობს. მომხმარებელთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა და აზრების მიმოცვლა ის მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენგან რაიმეს ყიდვის სურვილს აღვივებს და წარმატებისკენ მივყავართ − როგორც ბიზნესის, ისე პერსონალური ცხოვრების კუთხით.

გულწრფელობა − ვამეხი ამბობს, რომ რადგან ადამიანები ვართ არსებები, რომელთაც უსიტყვოდაც შეგვიძლია ერთმანეთს გავუგოთ, მაშინაც კი, როცა გვატყუებენ, გულწრფელობა არის თვისება, რომელიც ყველაზე ძვირად ფასობს.

ერთი მოვლენის სხვადასხვა რაკურსით ცქერა − დებულება, რომელსაც მთელი თანამედროვე მეცნიერება ეფუძნება − "ფარდობითობის თეორია", გულისხმობს იმას, რომ რაიმე მოვლენის შესახებ ჩვენეული აღქმა, დამოკიდებულია, თუ რა კუთხიდან შევხედავთ მას. ასეა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ადამიანები ერთსა და იმავე ფაქტს განსხვავებულად აფასებენ, რაც ხშირად კონფლიქტის საგანიც ხდება ხოლმე. ამიტომ, ვამეხის აზრით, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, რომ ყველანი ინდივიდუალურად აღვიქვამთ მოვლენებს და ეს ნორმალურია. ჩხუბი იმაზე, რაც ისედაც ნათელია, წარმატებას ვერასოდეს მოგვიტანს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."