Get All Access for $5/mo

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ მოსაზრებას სანდრო ლილუაშვილი გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანდრო ლილუაშვილი,

რუბრიკაში "წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", Entrepreneur საკუთარ მკითხველს ქართველი ანტრეპრენერების, თავიანთ სფეროებში წარმატებული, ნოვატორი ადამიანების რჩევებსა და ხედვებს აცნობს.

ჩვენი ერთგული მკითხველი კარგად იცნობს სანდრო ლილუაშვილს, რომელმაც მსოფლიოში პირველი სერიული წარმოების მწვანე, მეორადი პოლიეთილენის ნარჩენებისგან დამზადებული USB-კაბელების ბრენდი "ტენე" შექმნა. სანდროს დიდი ანტრეპრენერული იდეა იყო, საკუთარი წვლილი შეეტანა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც რიგი გამოწვევების მიუხედავად, პირნათლად ემსახურება.

Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა არის სანდროს აზრით ის ხუთი უნარი ან თვისება, რასაც თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევის მსურველმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

მაშ ასე, გიზიარებთ სანდრო ლილუაშვილის რჩეული უნარების ხუთეულს:

დაკვირვებისა და შედარების უნარი − ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება, რომლის წყალობით, სრულიად უცხო გარემოში, ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ანტრეპრენერს შეუძლია გაიკვალოს გზა და ამოხსნას მის წინაშე მდგარი ამოცანები. უბრალოდ, საჭიროა დაკვირვება და მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შედარება. საბოლოო ჯამში, ეს მონაცემები გარდაიქმნება ინფორმაციად, ინფორმაცია კი, თეორიად. სწორი ინფორმაციისა და თეორიის მფლობელი, ნებისმიერ ამოცანას მოკლე დროში გადაჭრის.

ორგანიზებულობა − ქაოსში არაფერი კეთდება. არეული უჯრა ალბათ ყველას დაგვილაგებია და ვიცით, როგორ აადვილებს ეს რაიმე ნივთის პოვნას. ასეა ბიზნესშიც, როგორც კი ყველა მონაცემს, ნივთს, აზრს თუ ინფორმაციას ლოგიკის მიხედვით დავახარისხებთ და დავალაგებთ, საქმე საგრძნობლად მარტივდება. ამ უნარის გასავითარებლად, სამუშაო ადგილის სისტემატური დალაგებაც კი საკმარისია.

ხელახლა დაწყების უნარი − უშეცდომოდ არცერთი საქმე არ გაკეთებულა და გამონაკლისი არც თქვენ იქნებით. ნებისმიერი წამოწყება, გარკვეულ მომენტში ჩიხში შედის. მნიშვნელოვანია გამოიმუშაო უნარი, წარუმატებელი წამოწყება ან გეგმა დროულად მიატოვო და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ცალსახად, ყოველი მომდევნო ცდა წინაზე უკეთესი იქნება. ასევე, საჭიროა შეგეძლოს ეს ციკლი უსასრულოდ გაიმეორო, ვიდრე წარმატებას არ მიაღწევ.

რწმენა − არასდროს მისცეთ თავს უფლება, ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ ანტრეპრენერიდან გადაიქცევით დაქირავებულ თანამშრომლად.

შრომა − მზად უნდა იყოთ, თქვენს წამოწყებას უზომოდ დიდი დრო დაუთმოთ. რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამისთვის საკმარისი დრო მას შემდეგ გექნებათ, რაც წარმატებას მიაღწევთ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია