წარმოიდგინე ახალი Barambo

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

17 წლის განმავლობაში Barambo ერთ-ერთ ცნობად ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდა და მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირი შექმნა. ბრენდთან ერთად რამდენიმე თაობა გაიზარდა – სწორედ ამიტომ, მისი განვითარების ახალი ეტაპის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ ყოფილა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო Barambo მომავალში. მთავარი გამოწვევა გახდა იმ გზის პოვნა, რომელიც წლების განმავლობაში შექმნილ სიყვარულსა და ნდობას შეინარჩუნებდა და, ამავდროულად, ბრენდს ახალი თაობისთვის უფრო რელევანტურს გახდიდა.

სწორედ ამ ამოცანით Barambo მასშტაბურ რებრენდინგს იწყებს. ახალი სტრატეგია ბრენდისთვის მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას არ გულისხმობს: მისი მიზანია, Barambo პროდუქტის შეძენისა და მოხმარების კონკრეტულ მომენტს გასცდეს და თანამედროვე ქართველი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისა და კულტურული გარემოს ნაწილი გახდეს.

რატომ გახდა ცვლილება საჭირო?

ბრენდთან დაკავშირებული ემოციური კავშირი Barambo-ს ერთ-ერთი მთავარი აქტივია. განსაკუთრებით ძლიერია ის მომხმარებლებში, რომლებიც ბრენდთან ერთად გაიზარდნენ და მის პროდუქტებთან საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი აკავშირებთ.

თუმცა, ბრენდისთვის ახალი ეტაპი ნიშნავს ამ კავშირის გაფართოებას. ამოცანა აღარ არის მხოლოდ უკვე არსებული მომხმარებლის შენარჩუნება – Barambo-ს სურს, ახალი თაობისთვისაც შექმნას ბრენდთან დაკავშირების ახალი მიზეზები.

ამიტომ რებრენდინგის მთავარი კითხვა ასე ჩამოყალიბდა: როგორ შეიძლება წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და რამდენიმე თაობისთვის ნაცნობი ბრენდი განვითარდეს ისე, რომ საკუთარი იდენტობისა და მომხმარებლის ნდობის შენარჩუნებასთან ერთად თანამედროვე მოთხოვნებსაც უპასუხოს?

ქართული ბრენდი თანამედროვე ქართულ კულტურაში

Barambo-ს ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მისი ქართული წარმომავლობის შენარჩუნებაა. თუმცა, ამ შემთხვევაში "ქართული" მხოლოდ წარსულთან დაკავშირებულ იდენტობას არ ნიშნავს.

ბრენდის მიზანია, განვითარდეს თანამედროვე ქართულ კულტურასთან ერთად და მომხმარებელთან ურთიერთობა მხოლოდ პროდუქტის მოხმარების მომენტით აღარ შემოიფარგლოს.

ეს მიდგომა მომავალში უნდა აისახოს სხვადასხვა მიმართულებით: კონტენტში, კოლაბორაციებში, კულტურულ პროექტებსა და მომხმარებლისთვის შექმნილ გამოცდილებებში. შესაბამისად, ახალი Barambo-ს იდეა მხოლოდ საკონდიტრო პროდუქტის გარშემო არ იქმნება; ბრენდი ცდილობს შექმნას უფრო ფართო სივრცე, რომელშიც მომხმარებელს საკუთარი თავისა და ყოველდღიურობისთვის შესაბამისი კავშირების პოვნა შეეძლება.

პირველი დიდი ნაბიჯი: "წარმოიდგინე ყველას გასაგონად"

ახალი სტრატეგიის პირველი მასშტაბური კომუნიკაცია 360°-იანი კამპანია "წარმოიდგინე ყველას გასაგონად" გახდა.

თუმცა, კამპანია Barambo-ს ტრანსფორმაციის საბოლოო წერტილი არ არის. პირიქით – ის ახალი ხედვის პირველი ხილული ეტაპია, რომელიც მომავალში სხვა მიმართულებებითაც უნდა გაგრძელდეს.

რებრენდინგის შემდეგი ეტაპები მოიცავს ცვლილებებსა და განვითარებას პროდუქტებში, კონტენტში, კოლაბორაციებსა და კულტურულ პროექტებში. ამასთან, ბრენდი მუშაობს ახალ პროდუქტებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც თანამედროვე მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნებსა და ცხოვრების სტილს უპასუხებს.

კონკრეტული ახალი პროდუქტების შესახებ დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება, თუმცა პროდუქტის ინოვაცია ახალი Barambo-ს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

როგორია ახალი Barambo?

Barambo-ს გრძელვადიანი ამბიციაა, "ყველასთვის საყვარელი ქართული ბრენდიდან" თანამედროვე ქართველების ბრენდად განვითარდეს – შეინარჩუნოს ის სიყვარული და ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვა, ამასთან, არ დაკარგოს არსებული აუდიტორია და სწორედ ამ საფუძველზე შექმნას უფრო თანამედროვე, ფართო და ახალი თაობისთვისაც რელევანტური ბრენდული სამყარო.

"წარმოიდგინე ყველას გასაგონად" ამ ცვლილების პირველი კომუნიკაციაა. თუმცა Barambo-სთვის რებრენდინგი აქ არ სრულდება: ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რომლის შედეგიც მომხმარებელთან ურთიერთობაში, პროდუქტისა და ბრენდის გამოცდილებაში ეტაპობრივად გამოჩნდება.