📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Tether-ი ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ინვესტორი გახდა ციფრული ინდუსტრიის აკადემიამ სერია A-ს საინვესტიციო რაუნდი დახურა და 2024 წლისთვის მსოფლიოს 10 ქვეყანაში განაგრძობს ოპერირებას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის მე-6 წელს დიდი სიახლით შეხვდა.

ინოვაციურმა საგანმანათლებლო პლატფორმამ 2023 წელს საინვესტიციო სერია A-ს რაუნდი დახურა და საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილეს კომპანია Tether-თან დაიწყო თანამშრომლობა.

აკადემიამ საქართველოში ციფრული ეკოსისტემის განვითარება ტექ კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით დააჩქარა.

კომპანია, 2018 წლიდან, მომხმარებლებს სთავაზობს ვორქშოფებსა და მოკლევადიან სასწავლო კურსებს დიზაინის, მარკეტინგის, დეველოპმენტისა და ბიზნესის მიმართულებით. დღევანდელი მონაცემებით, აკადემიამ 30 ათასამდე სტუდენტის გადამზადება და 2 ათასამდე კურსის ჩატარება მოახერხა. ბაზარზე ლიდერის პოზიციამ და კომპანიის განვითარების დინამიკამ ტეზერისა და აკადემიის მჭიდრო თანამშრომლობა განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიცია მოიცავს, როგორც გრძელვადიან ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე სტრატეგიულ თანამშრომლობას. შედეგად უნდა ველოდეთ, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია 2024 წლისთვის მსოფლიოს 10 ქვეყანაში (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი საფრანგეთი, პოლონეთი, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) განაგრძობს ოპერირებას.

გასულ წელს უკვე შედგა პირველი ერთობლივი პროექტი "Mastering the blockchain", რომლის ფარგლებშიც ბიტკოინით, ბლოკჩეინითა და "Peer-to-Peer" ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით მიეღოთ აღნიშნულ ტექნოლოგიებზე ცოდნა, ინდუსტრიის წამყვანი, ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.

სწორედ ამ წარმატებულმა გამოცდილებამ განაპირობა სამომავლოდ ახალ საოპერაციო ქვეყნებთან ერთად კიდევ 2 სკოლის - ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის კურსების დამატება. სიახლე, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ ტექ სამყაროს ტოპ პროფესიები და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება