📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ციფრული სააგენტო ''მავერიკი'' საერთაშორისო ვებინარს მასპინძლობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო "მავერიკმა" მარტის ბოლოს, მორიგი საერთაშორისო ვებინარი დაანონსა.

ვებინარი სისტემატიზირებული საკომუნიკაციო ხელსაწყოების პლატფორმა ManyChat-თან პარტნიორობით ჩატარდება.

ვებინარის გარშემო კითხვებს მავერიკის პროექტების განვითარების მენეჯერი გოდერძი მარი პასუხობს.

რა არის ჩატბოტი და რაში გვეხმარება ის?

ჩატბოტი ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც გამოიყენება ციფრული საუბრებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობის ეფექტური სიმულაციისთვის.

მისი საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ მოახდინონ მომხმარებლის პერსონიფიცირება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება და მათი მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება.

როგორ გვეხმარება ჩატბოტი გაყიდვების ზრდაში?

სერვისი განსაკუთრებით კომფორტულია ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ციფრული არხების საშუალებით ახდენენ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვას.

პროგრამის საშუალებით საგრძნობლად მარტივდება პროდუქტითა თუ სერვისით დაინტერესებული მომხმარებლის ფილტრაცია და მათთან ეფექტური კომუნიკაცია, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ ხარისხიანი "ლიდები" და იოლად გარდაქმნან ისინი გაყიდვებად.

რატომ არის მნიშვნელოვანი სისტემატიზირებული კომუნიკაცია ?

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, საქართველოში, კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ მომხმარებლებთან კომუნიკაციას. სისტემატიზირებული ბოტი მომხმარებელს გაუმარტივებს ბიზნესებთან კომუნიკაციას 24/7 - ზე, რადგან, ჩატბოტი კვირაში 7 დღე და დღე-ღამეში 24 საათი მზად არის უპასუხოს მომხმარებლის ნებისმიერ კითხვას, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ჯავშანი, გაამზადოს შეკვეთა ან სულაც მესენჯერშივე მისცეს მომხმარებელს გადახდის საშუალება.

ღონისძიების მოდერატორი ციფრული კრეატიული სააგენტო "მავერიკის" პროექტების განვითარების მენეჯერი გოდერძი მარი იქნება,რომელიც სერვისის ფუნდამენტურ უპირატესობებზე ManyChat-ის კომუნიკაციების მენეჯერ კასანდრა კიტონთან ერთად ისაუბრებს.
ვებინარზე დასწრების სურვილი უკვე 70-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა.
ვებინარის დღე: 28 მარტი
დრო: 19:00 სთ;
ვებინარზე დასწრების მსურველები ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე