Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს დრო ყველაზე ძვირადღირებული ვალუტაა. სამყაროში, სადაც გადაწყვეტილებებს წამებში იღებ, ფინანსური სერვისებისგანაც იმავე მოქნილობასა და სისწრაფეს ელი. სწორედ ამ დინამიკურ რიტმს პასუხობს ჰეშბანკი - ახალი თაობის ციფრული ბანკი, რომელიც მათთვის შეიქმნა, ვისაც საკუთარი ფინანსების მართვა ყოველგვარი ზედმეტი ბარიერის გარეშე, ნებისმიერ დროსა და სივრცეში სურს.
ჰეშბანკი ფულთან ურთიერთობის წესებს ცვლის - აქ ფინანსების მართვა სტრესის ნაცვლად ახალი შესაძლებლობების წყაროა. ბანკი პროცესს ისეთივე სწრაფს ხდის, როგორც შეტყობინების გაგზავნაა.
სრულფასოვანი საბანკო მომსახურება 2 წუთში
ჰეშბანკში ანგარიშის გახსნა მაქსიმალურად გამარტივებულია - პროცესი სრულად დისტანციურია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს. რეგისტრაციის დასრულებისთანავე შენს სმარტფონში Visa-ს ციფრული ჰეშბარათი აქტიურდება, რომელიც მზადაა ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისთვის.
მეტიც, 31 მაისის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში, საჩუქრად 10 ლარის ეკვივალენტ ბიტკოინს მიიღებ. ბონუსი ანგარიშზე მომენტალურად აისახება და, ფაქტობრივად, პირველივე ნაბიჯიდან გაძლევს სტარტის შესაძლებლობას ციფრულ ფინანსებში.
ჰეშბექი - ხარჯის ინვესტიციად ქცევა
ჰეშბანკი ტრადიციულ ქეშბექს სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენს, რომლის მიხედვითაც შენი ყოველდღიური ხარჯი ინვესტიციის ნაწილად იქცევა. ჰეშბარათით გადახდისას:
- ყოველი ტრანზაქციის 2% ბიტკოინის სახით გიბრუნდება;
- დარიცხვა ხდება მყისიერად, ყოველგვარი ლოდინის გარეშე;
- შენი ციფრული პორტფელის ზრდას პირდაპირ აპლიკაციიდან აკონტროლებ.
ამ მოდელით, ჰეშბანკი ყოველდღიურ ფინანსურ ქცევას ინვესტირების პროცესად აქცევს. შენ ხარჯავ ლარს და ამავდროულად აგროვებ მომავლის აქტივს.
ერთი აპლიკაცია - სრული ფინანსური ეკოსისტემა
ჰეშბანკი მხოლოდ სწრაფი აპლიკაცია არ არის - ის სრულფასოვანი ფინანსური ეკოსისტემაა, სადაც თითოეული პროდუქტი შენი ცხოვრების რიტმზეა მორგებული.
აქ ტრადიციული და ციფრული ფინანსები ერთ აპლიკაციაში ერთიანდება. შეგიძლია მარტივად მართო როგორც საბანკო ანგარიშები, ისე კრიპტოაქტივები: იყიდო, გაყიდო ან გაცვალო კრიპტოვალუტა; მართო ბალანსები ერთ სივრცეში და შეასრულო გადარიცხვები საკომისიოს გარეშე, მხოლოდ მობილურის ნომრით.
გარდა ამისა, ვალუტის გადაცვლა ჰეშბანკში მაქსიმალურად გამარტივებულია: კონვერტაცია ხდება ბლუმბერგთან მაქსიმალურად მიახლოებული კურსით, წამებში. სერვისი ხელმისაწვდომია 24/7, ხოლო საკომისიო არ არის.
ჰეშბანკით საერთაშორისო ტრანზაქციების მართვა ისეთივე მარტივია, როგორც ადგილობრივი გადარიცხვები. Swift, SEPA და ინოვაციური Mastercard Move სისტემების ინტეგრაციით, თავად შეარჩევ შენთვის ყველაზე ეფექტურ და სწრაფ გზას 20-ზე მეტ ვალუტაში ოპერირებისთვის. ეს ნიშნავს სრულ გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას ნებისმიერ გლობალურ ტრანზაქციაზე.
თუ დანაზოგის ზრდასთან ერთად ფულზე მუდმივი წვდომაც გჭირდება, ჰეშბანკმა DUO ანაბარი შექმნა - პროდუქტი, რომელიც მაღალ სარგებელსა და სრულ მოქნილობას აერთიანებს. ხოლო როცა ფინანსური მხარდაჭერა სწრაფად გჭირდება, 50 000 ლარამდე ლიმიტის მქონე სესხი წამებში მტკიცდება - ზედმეტი დოკუმენტაციისა და ლოდინის გარეშე.
ციფრული ფინანსები, რომელიც შენს ცხოვრებას ერგება
ჰეშბანკი ფუნდამენტურად ცვლის საბანკო სერვისებთან ურთიერთობის გამოცდილებას. მყისიერი ოპერაციები, საუკეთესო სავალუტო კურსი და ინვესტირების ახალი შესაძლებლობები ერთ სივრცეში - სწორედ ასე გამოიყურება თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის.