Get All Access for $5/mo

ციფრული წრე - ისწავლე ციფრული პროფესიები ონლაინ ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მარიამ მუშკუდიანი – დამფუძნებელი:

პანდემიამდე, როდესაც სასწავლებლად დავდიოდი, რამდენიმე დიდ პრობლემას ვაწყდებოდი:

  • გზაში დახარჯული დრო: სამსახური-სასწავლებელი-სახლი − 1-2 საათს საცობებში ვატარებდი;
  • დამატებითი ფინანსური ხარჯები: სწავლის ღირებულებას ასევე ემატებოდა ტრანსპორტის ხარჯები
  • მუდმივი დროის პრობლემა და უენერგიობა.

როდესაც პანდემიამდე გამოვიკვლიე ბაზარზე არსებული სიტუაცია, სულ რამდენიმე ციფრული პროფესიების სასწავლებელი არსებობდა, რომელიც მხოლოდ თბილისის მცხოვრებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი და აუცილებლად მოითხოვდა ფიზიკურ დასწრებას. იდეაც ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა.

პანდემიის დროს კი, როცა ადამიანები შინ იყვნენ, თბილისში თუ მის გარეთ, თავისუფალი დრო და თვითგანვითარების მოთხოვნილება გაუჩნდათ, რათა მორგებულიყვნენ ახალ რეალობას.

მივიჩნიე, რომ ზუსტად შესაფერისი დრო იყო ასეთი სერვისის შესათავაზებლად და რადგან კრიზისული პერიოდი გახლდათ, ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი შევთავაზეთ.

"ციფრული წრე" არის ციფრული პროფესიების: გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, სოციალური მედიის მართვა, ციფრული მარკეტინგი და ა.შ. შესწავლის ონლაინპლატფორმა. ლექციები ტარდება მხოლოდ ონლაინ, შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია დაესწროს ნებისმიერი ადგილიდან, სადაც აქვს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა.

ჩვენი პოტენციური მომხმარებლები არიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ქართულად და დაინტერესებულნი არიან ციფრული პროფესიების შესწავლით სახლიდან გაუსვლელად, ან ნებიმიერი სხვა ადგილიდან, ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს თვითგანვითარებაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ციფრული პროფესიების შესწავლა ხელმისაწვდომი − განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და ფინანსური მდგომარეობისა.

ჩვენი მთავარი 3 კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე შემდეგია:

  • გამოცდილი ლექტორები: თავის პროფესიაში შემდგარი პროფესიონალები;
  • გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა: შესაძლებლობა, ისწავლონ ნებისმიერი ადგილიდან;
  • ფასი: ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი;
  • ნაკლები სხვა დანახარჯები: ტრანსპორტირებაში დროისა და თანხის დანაზოგი.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

ბავშვობის მეგობრების წარმატებული ბიზნესი!