"ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიები" - "საბაუნის" პრაქტიკულ კურსზე მიღება დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრული მარკეტინგის სფეროში მიმდინარე მყისიერი ცვლილებები ცხადყოფს, რომ მხოლოდ კონკრეტულ პლატფორმებსა და ინსტრუმენტებზე ორიენტირებული, ფრაგმენტული სწავლება ვეღარ პასუხობს თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებს და სწრაფად კარგავს აქტუალობას. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, გემიფიკაციის ცენტრთან კოლაბორაციით, იწყებს ახალ უნიკალურ ინტენსიურ პრაქტიკულ კურსს — "ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიები", რომელიც მიზნად ისახავს ციფრული მარკეტინგის ეკოსისტემის სისტემურ გააზრებასა და გაზომვად ბიზნეს შედეგებზე ორიენტირებული სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბებას.
კურსი განკუთვნილია: მცირე და საშუალო ბიზნესის მოქმედი და მომავალი მფლობელებისთვის, მენეჯერებისთვის, სტარტაპერებისთვის, პერსონალური ბრენდის განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის და მათთვია, ვისაც სურს სიღრმისეულად გაერკვეს თანამედროვე ციფრული ეკოსისტემის მუშაობაში.
კურსს ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის - University of Notre Dame-ის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი - მარიამ ტყეშელაშვილი გაუძღვება. კურსის ფარგლებში დაგეგმილ პრაქტიკულ მასტერკლასებს კი, Meta-ს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი გამართავს.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი თამთა მიქაბერიძე განმარტავს, დღეს ნებისმიერი ტიპის ბიზნესს სჭირდება მენეჯერები და დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ციფრული ეკოსისტემის მიმართ სისტემური ხედვა აქვთ: "მხოლოდ ტექნიკური უნარები ან ცალკეული პლატფორმების ცოდნა ბიზნესისთვის საკმარისი აღარ არის. ჩვენი კურსი მონაწილეებს გადასცემს ფუნდამენტურ და სისტემურ ცოდნას ციფრული მედიისა და მარკეტინგის სფეროში, მათ შორის — სოციალური მედიის პლატფორმების მუშაობის მექანიზმების შესახებ. მიღებული ცოდნა დაეხმარებათ სტრატეგიების ჩამოყალიბებაში, გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღებასა და მონეტიზაციის ეფექტიანი გზების აღმოჩენაში."
მისივე თქმით, კურსი პასუხობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას — ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფესიული კურსების უმეტესობა კონცენტრირებულია კონკრეტულ ინსტრუმენტებსა და პლატფორმებზე, რაც ციფრულ სამყაროში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების ფონზე მალევე კარგავს აქტუალობას.
კურსის ავტორისა და ტრენერის, მარიამ ტყეშელაშვილის განმარტებით, პროგრამის მთავარი ამოცანაა მონაწილეებს დაეხმაროს დაინახონ ციფრული მარკეტინგი, როგორც ერთიანი ეკოსისტემა: "ბრენდის მენეჯმენტის საფუძვლების, ციფრული კომუნიკაციისა და მონეტიზაციის სტრატეგიების გააზრებითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მონაწილეები შეძლებენ ბიზნესის კომერციული პოტენციალის მაქსიმიზაციის ხელშეწყობასა და მიმდინარე ციფრულ სიახლეებთან სწრაფ ადაპტირებას."
მისივე თქმით, დღეს ციფრული მარკეტინგით დაინტერესებული ადამიანები ხშირად ხვდებიან ცალკეული კურსების დაუსრულებელ ციკლში — იქნება ეს კონტენტ მარკეტინგი, SEO, Meta Ads თუ Google Ads — რაც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა ციფრული მარკეტინგის ეკოსისტემის შესახებ მთლიან სურათს მაინც ვერ ქმნის. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად უჭირთ ციფრული პროფესიების სწორად გაგება და განსაზღვრა, მაგალითად, რა პასუხისმგებლობა ეკისრება კონტენტ კრეატორს, SEO სპეციალისტს ან სოციალური მედიის მენეჯერს. ეს კი ართულებს სამუშაო აღწერილობების ჩამოყალიბებას და ხშირად იწვევს უკმაყოფილებას დამსაქმებლებსა და სპეციალისტებს შორის. აღნიშნული კურსი ამ სივრცეში იქცევა ერთგვარ ხიდად, რომელიც ორივე მხარისთვის ქმნის უფრო გასაგებ და შედეგზე ორიენტირებულ ურთიერთთანამშრომლობის მოდელს.
ფაკულტეტის დეკანის, თამთა მიქაბერიძის თქმით, 11-კვირიანი სასწავლო კურსიგანხორციელების ფორმატითაც გამორჩეულია. რეგისტრაციის ეტაპზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ინდივიდუალური კონსულტაციის მოთხოვნა, რათა დარწმუნდნენ, რომ პროგრამა მათ საჭიროებებს შეესაბამება. ამისთვის სპეციალური ფორმის შევსებაა აუცილებელი. კურსის დასრულების შემდეგ კი ყველა მონაწილეს, სურვილისამებრ, ექნება პირადი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერებთან.
კურსი ონლაინ ფორმატში 2 მარტს იწყება. რეგისტრაცია უკვე გახსნილია, ხოლო ადგილების რაოდენობა შეზღუდული.