You can be on Entrepreneur’s cover!

წლის შემაჯამებელი ღონისძიება სტარტაპებისთვის აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს GITA-ს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიებმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind

სასტუმრო „რუმსში" წლის შემაჯამებელი სტარტაპ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრა 2019 წლის განმავლობაში სტარტაპების განვითარებისთვის განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების მიმოხილვას დაეთმო.

დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა სტარტაპებმა, რომლებმაც 2019 წელს მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს. აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ინოვაციების და ტექნოლოგოების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის მე-2 რაუნდში გამარჯვებულმა კომპანიებმა Pulsar AI; influence Georgia; Biochimpharm და Pixelart. გარდა ამისა, ღონისძიებაზე განიხილეს წლის განმავლობაში Startup Grind-ისა და სხვა პროექტების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რომლებიც ქართული სტარტაპების ხელშეწყობას, მათ საერთაშორისო ბაზარზე გასვლასა და საჭირო გამოცდილებით უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

ღონისძიების ორგანიზატორებმა მომავალი წლის გეგმებსა და ახალ აქტივობებზეც ისაუბრეს, რომლებიც 2020 წელს განხორციელდება და საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ იქნება მიმართული. მათ შორის, იქნება Startup Grind-ის ლოკალური და რეგიონული ღონისძიებები, რომლებიც მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურს სახეს მიიღებს. ღონისძიების არაოფიციალური ნაწილი ნეთვორქინგს დაეთმო.

Startup Grind ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, რომელსაც 600-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს მსოფლიოს 123 ქვეყანაში და ჯამში 2 მილიონზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია