Sponsored Content

ცნობილ ბრენდ Barceló Hotel Group-თან კოლაბორაციით შექმნილი უნიკალური საინვესტიციო და საცხოვრებელი პროექტი თბილისში - "ესპანური კვარტალი".

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბათუმში, წარმატებული და განსხვავებული პროექტის, "ელთ კვარტალის" განვითარების პარალელურად, სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" უკვე დედაქალაქის ცენტრში, ახალი "ესპანური" კვარტალით" იქნება წარმოდგენილი. კომპანიის კომერციული დირექტორი, ვალერი გურგენაძე" მოგვიყვება ვრცლად ამ ახალი კონცეფციის მქონე პროექტისა და საერთაშორისო ბრენდთან უნიკალური პარტნიორობის შესახებ.

მოგვიყევით მეტი თქვენი კომპანიის შესახებ

"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და სწრაფად მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია.

კომპანიის მისიაა, ჩამოვაყალიბოთ ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი განიხილება, როგორც ღირებული პარტნიორი. ჩვენ გვჯერა, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრებისა და დასვენების პირობები.

ამ ხედვას ხელს უწყობს ჩვენი ინოვაციური კონცეფცია "ახალი კვარტალის" შესახებ, რომელის საფუძველიცაა, უწყვეტი კვლევა მომხმარებელთა კმაყოფილებისა და საჭიროებების შესახებ.

გვიამბეთ ბათუმში არსებული პროექტის შესახებ

"ელთ კვარტალი" ბათუმში, ეს არის 9 მრავალსართულიანი კომპლექსისგან შექმნილი კომპლექსი, სადაც კომპანია ცდება სტანდარტული სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას კვარტლის სახით, ამ ტიპის განვითარებას განსაზღვრავს სერვისების და ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა ჩვენი მაცხოვრებლებისა თუ ინვესტორთათვის.

"ელთ ბილდინგში"ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა: Wyndham Hotels & Resorts, River Rock Hotels & Resorts და IPM OE. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციების, მაღალი სტანდარტებისა და გამჭვირვალე ურთიერთობებისადმი.

2024 წლიდან კი, საქარველოში პირველად, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების, მრავალმხრივი კრიტერიუმების დაკმაყოფილების და უკვე არსებული გამოცდილების, რეპუტაციის გათვალისწინებით "ელთ ბილდინგი" გახდა მასშტაბური ბრენდის რჩეული პარტნიორი, რომელზეც უფრო ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით.

რას სთავაზობს თქვენი ახალი პროექტი - "ესპანური კვარტალი" თბილისში, პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებს?

"ესპანური კვარტალი" თბილისში მომხმარებელი აძლევს საშუალებას, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ, აირჩიონ სასურველი ტიპის ბინა/აპარტამენტი, მცირე ზომის სტუდიოებიდან, პენტჰაუზებამდე. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტების გარემო, სერვისების მრავალფეროვნება, სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, ლობი და კონსიერჟი, სარეკრეაციო სივრცე, შეგიქმნით ესპანური ცხოვრების სტილს და შესაძლებლობას თბილისის შუაგულში. სამდონიანი მიწისქვეშა პარკინგი და მრავალფეროვანი დამატებითი ინფრასტრუქტურა.

ის რაც უბრალოდ ვერ იქნება ყველასთვის!

როგორც უკვე დაანონსეთ, თქვენი მთავარი პარტნიორი "ესპანურ კვარტალში" იქნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, რომელ კომპანიაზეა საუბარი და რა მნიშვნელობას სძენს ის, კომპლექსის უნიკალურობას?

საქართველოში პირველად, ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ჩვენი კომპანიის რეპუტაციის გათვალისწინებით "ელთ ბილდინგი" გახდა "Barceló Hotel Group"-ის რჩეული პარტნიორი ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობით.

"Barceló Hotel Group" ესპანეთის ნომერ მე-2 სასტუმროების ქსელია და მსოფლიოში ტოპ 20 ში თავისი მასშტაბით. ამჟამად მას აქვს 250-ზე მეტი, 4 და 5 ვარსკვლავიანი, ურბანული და დასასვენებელი სასტუმრო და 55 000-ზე მეტი ნომერი, განაწილებული 22 ქვეყანაში, 4 სხვადასხვა ბრენდის ქვეშ.

ასეთი მასშტაბის ბრენდის საქართველოში ოპერირება, სანდოსა და მიმზიდველს ხდის ქვეყანას უცხოელი ინვესტორებისათვის, ეს პარტნიორობა ნერგავს ნდობას ადგილობრივ ბაზარზე, იზიდავს შემდგომ ინვესტიციებს და ხელს უწყობს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ხელსაყრელ გარემოს.

"ელთ ბილდიგისა" და "Barceló Hotel Group"-ის ალიანსი, მომხმარებლებისა და ინვესტორებისათვის, წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მშენებლობისა და სასტუმრო ტიპის მომსახურების გამოცდილების მიღებას, "ესპანური კვარტალის" თანამედროვე აპარტამენტებში.

რა არის კომპანიის მთავარი მიზანი და მისია?

"ელთ ბილდინგს" მიზანია გაზარადოს და ასევე შეინარჩუნოს როგორც ახალი, ისე კომპანიის მიმართ ლოიალურად განწყობილ მომხმარებლებისა და პარტნიორების რიცხვი. განსხვავებული ურბანული განვითარების კონცეფციის, სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური პირობების, უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვისა და კონკურენტული ფასებით, "ელთ ბილდინგი"-სა და "Barceló Hotel Group" კოლაბორაცია - "ესპანური კვარტალი", ყველა პროექციით ერთ-ერთი გამორჩეულად წარმატებული პროექტი იქნება.

"ელთ კვარტალი" განსხვავებულ და საჭიროებებზე მორგებულ პირობებს სთვაზობს ჩვენს მომხმარებლებს. ვცდილობთ შევუქმნათ როგორც კომფორტული ცხოვრების გარემი, ასევე შევძლოთ მდგრადობის უზრუნველყოფა მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებისთვის.

ჩვენი საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიც ამ სფეროს უკავშირდება, ასე რომ სანდო პარტიორის რეპუტაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთ გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიცაა "Wyndham Hotels & Resorts", "River Rock Hotels & Resorts", "IPM OE" და ამიერიდან "Barceló Hotel Group", ზუსტად რომ ხაზს უსვამს "ელთ ბილდინგის" სანდოობასა და ერთგულებას ხარისხისა და ინოვაციებისადმი.

შესაჯამებლად ვიტყვი, რომ არ ვაპირებთ ჩვენი მაცხოვრებლები და ინვესტორები შევატოვით თვითდინებას. ისინი ყოველთვის იგრძნობენ მხარდაჭერას და ზრუნვას. რაც პირველ რიგში გამოიხატება კომპლექსების სრულყოფილ მართვაზე, ჩვენი აღებული ვალდებულები.;