"თუ არღვევ, დაარღვიე ჯანსაღად"- "კრაფტი" ჩემპიონ ილია სულამანიძესთან იწყებს თანამშრომლობას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სწრაფი კვება დიდწილად არაჯანსაღ საკვებთან ასოცირდება, თუმცა "კრაფტ ფუდის" სარესტორნე ქსელი დაფუძნების დღიდან უჩვენებს მომხმარებლებს, რომ სწრაფი კვების პროდუქტები შეიძლება იყოს თან ჯანსაღი და თან გემრიელი.
იმისთვის, რომ სწრაფი კვების პროდუქტის ჯანსაღად წარმოების კონცეფცია კიდევ უფრო თვალსაჩინო და მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადონ, "კრაფტი" მსოფლიოს ჩემპიონ - ილია სულამანიძესთან იწყებს თანამშრომლობას.
არავის ესმის ჯანსაღი და სწორი კვების მნიშვნელობა ისე, როგორც გამოცდილ და ტიტულოვან სპორტსმენს, რომლისთვისაც ფორმის შენარჩუნება და დაბალანსებული კვება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ილია "კრაფტთან" ითანამშრომლებს კამპანიის - "თუ არღვევ, დაარღვიე ჯანსაღად" ფარგლებში.
"ილია სულამანიძესთან თანამშრომლობის იდეა მომხმარებელთან კიდევ უფრო მრავალფეროვანი კომუნიკაციის სურვილით გაჩნდა. ჩვენი ერთწლიანი თანამშრომლობით ვიწყებთ კამპანიას - "თუ არღვევ, დაარღვიე ჯანსაღად", რაც საინფორმაციო ვიდეორუბრიკების მეშვეობით საზოგადოებისთვის "კრაფტის" უპირატესობებისა და ღირსებების გაცნობას გულისხმობს", - ამბობს, "კრაფტ ფუდის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დეა ცომაია.
თანამედროვე ცხოვრების სტილის გათვალისწინებით "კრაფტის" მისია ყველა სწრაფი კვების პროდუქტის ჯანსაღად და ერთ სივრცეში წარმოება იყო. სწორედ ამ მიზეზით კომპანიის მიდგომა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის დროსაც განსხვავებული და განსაკუთრებულია. "კრაფტის" კონცეფცია სტრატეგიული საკომუნიკაციო მესიჯების შექმნას მოიცავს, რის გათვალისწინებითაც შეირჩევიან კამპანიების სახეები და იქმნება ემოცია.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარტნიორის, კრეატორისა თუ ინფლუენსერის მიმდევართა რაოდენობა სოციალურ ქსელში, არამედ ამ მიმდევრების ინტერესები, კონტენტის მიმართულება და, რაც მთავარია, კრეატორის დამოკიდებულება "კრაფტის" პროდუქციისადმი.
როგორც დეა გვეუბნება, "სწორედ ამის შემდგომ იწყებს ბრენდი თანამშრომლობას და ქმნიან კამპანიას, რაც ბრენდსა და მომხმარებელს შორის უფრო გამჭვირვალე და ხელშესახებ კომუნიკაციას უწყობს ხელს".
ამავე პრინციპებს ეფუძნება კომპანიის თანამშრომლობა ოლიმპიელ ილია სულამანიძესთანაც. ქართველ ჩემპიონთან თანამშრომლობის ფარგლებში "კრაფტის" კამპანიას მალე იხილავს მომხმარებელი.