თუ ფიქრობ სასტუმრო ბიზნესზე, ეს შანსი არ უნდა გამოგრჩეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წარმატებული სასტუმრო მხოლოდ შენობით არ იწყება. იდეა, რომელიც გონებაში გაქვს, შესაძლოა მომგებიან ბიზნესად იქცეს — მაგრამ ამისთვის სწორად გაწერილი სტრატეგია და პროფესიული მხარდაჭერაა საჭირო. საქართველოში კი სწორედ ახლა ჩაეშვა უნიკალური პროგრამა, რომელიც ტურიზმის მზარდ პოტენციალს პასუხობს.

აღნიშნული პროგრამა კომპანია HORECA Management Group-ის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით იქნა მოპოვებული კანადაში. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს კანადური ფინანსური ინსტიტუცია, რომელიც აქტიურად ჩაერთვება შერჩეული სასტუმრო პროექტების განვითარების პროცესისა და პროგრესის მონიტორინგში.

პროგრამა გამიზნულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ სასტუმროს ან აპარტოტელის შექმნას და ამ პროცესში სჭირდებათ პროფესიონალების ჩართულობა ყველა კრიტიკულ ეტაპზე — იდეიდან გახსნამდე და მას შემდეგაც.

პარტნიორი გუნდი აერთიანებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს სასტუმრო მენეჯმენტის, დიზაინის, ფინანსური დაგეგმვისა და სტრატეგიული განვითარების სფეროებიდან. მათი კომპეტენცია და პრაქტიკული გამოცდილება მორგებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრის რეალურ მოთხოვნებზე.


პროგრამის ფარგლებში კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ მრავალდონიანი მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს როგორც კონცეფციის დაგეგმვას, ასევე სასტუმროს სრულფასოვან ბიზნესად ჩამოყალიბებას. მომსახურება მოიცავს სივრცის რაციონალურ დაგეგმვას, ვიზუალურ და ინტერიერის კონცეფციის განვითარებას, ოპერაციული და ფინანსური მოდელების სტრუქტურირებას, ბრენდინგისა და პოზიციონირების სტრატეგიის შექმნას, ასევე გაყიდვების არხებისა და ფასების პოლიტიკის სწორად განსაზღვრას.

ამით, რა თქმა უნდა, კომპანიის ჩართულობა არ შემოიფარგლება — ექსპერტთა გუნდი აქტიურად იმუშავებს პროექტის თითოეულ ეტაპზე, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს მიზნობრივი, გამართული და ეკონომიურად ეფექტური როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე სასტუმროს ყოველდღიურ ოპერირებაში.

ამ პროგრამის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა სწორედ სწორი რესურსების მენეჯმენტია — თქვენ ამით დაზოგავთ ფინანსებს, დროს და ენერგიას, ხოლო საბოლოოდ მიიღებთ კონკურენტუნარიან პროდუქტს, რომელიც მორგებულია და აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიერებულ სტუმრათმასპინძლობის სტანდარტებს.

ჩართულ სასტუმრო და აპარტოტელის პროექტებს ეძლევათ 70%-იანი თანადაფინანსება პროფესიონალურ საკონსულტაციო მომსახურებაზე. ეს ნიშნავს, რომ პროექტის განვითარების მთელ ციკლში — სტრატეგიის გაწერიდან ოპერაციული სისტემების ამუშავებამდე — მონაწილე კომპანიები მიიღებენ მაღალი დონის ექსპერტულ მომსახურებას სიმბოლურ ფასად. დარჩენილ 30%-ს კი თავად კომპანია ფარავს. ასეთი მასშტაბის პროფესიული მხარდაჭერა, თანაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული, საქართველოში ამ დრომდე პრაქტიკულად მიუწვდომელი იყო. ახლა კი, სწორად ამ პროგრამაში ჩართვით, შესაძლებელია იდეის გარდაქმნა მდგრად, მომგებიან და გამორჩეულ სასტუმრო ბიზნესად.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
განაცხადის შესავსებად მიჰყევით ბმულს. https://tinyurl.com/35xmbvva

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია