Get All Access for $5/mo

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია, რისი კეთება გსურს ბექა ყაფლანიშვილის მოგზაურობა ციფრულ სამყაროში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პირველად ციფრულ სფეროში რვა წლის წინ, ძალიან უცნაურად და სპონტანურად მოვხვდი. ჩემი ბიძაშვილი, პარტნიორებთან ერთად, ერთ გვერდზე იწყებდა მუშაობას და გადაწყვიტეს, Google Ads-ში გაეშვათ რეკლამა.

ამ პერიოდში Google Ads-ზე მუშაობა საქართველოში თითქმის არავინ იცოდა და მე Შემომთავაზეს, მეცადა. Მაგრამ როგორ? არაფერი ვიცოდი არც თარგეთინგზე, არც Google-ში რეკლამის გაშვებაზე, ციფრული პლატფორმების სპეციფიკაზე…

მაგრამ მაინც დავთანხმდი. Შეხვედრის წინა ღამეს, უცებ გადავავლე თვალი სტატიებს, ფუნქციებს, სტრატეგიებს და შეგულიანებული წავედი შეხვედრაზე.

არ ვიცი რა მოლოდინები მქონდა, მაგრამ საკმაოდ თავდაჯერებული შევედი ოთახში. სულ ორადორი კითხვა დამისვეს. მეტი არც იყო საჭირო იმის მისახვედრად, რომ არაფრის აზრზე არ ვიყავი.

გადაწყვიტეს, დაევიწყებინათ Google Ads-ის მიმართულება და ამ წამოწყებაზეც ხელი ჩაიქნიეს.

ეს ამბავი ასე მარტივად ვერ დამთავრდებოდა. გადავწყვიტე, დამემტკიცებინა რომ ცდებოდნენ. მთელი კვირა Google Ads-ის სწავლაში გავატარე. ამ პერიოდში არც რესურსები იშოვებოდა, არც მასალები, არც ვიდეო გაკვეთილები და კურსები არსებობდა. Ყველა კითხვაზე პასუხი საკითხავ მასალებში, სტატიებში უნდა მოგეძებნა და სხვა ქვეყნის მაგალითებზე გესწავლა.

ერთი კვირის მერე ისევ მივედი შეხვედრაზე, ამჯერად ნაკლებად თავდაჯერებული, მაგრამ უფრო მოლოდინებით შეგულიანებული. ჩემს ძალისხმევას და უძილო ღამეებს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ისეთი მომზადებული ვიყავი, მარტივად დავითანხმე. Ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი ციფრულ ინდუსტრიაში.

თავიდან სწავლა ძალიან რთული აღმოჩნდა. მასალების ნაკლებობის გარდა, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული, სპეციფიკური ციფრული მოთხოვნების არსებობა ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად ართულებდა. ეს ისეთი ნიუანსებია, რომელსაც ვერავინ გასწავლის, რადგან თავადაც არ იციან. სულ რამდენიმე ადამიანი ვმუშაობდით ამ მიმართულებით და ერთად ვცდილობდით, გამოგვეცნო და აღმოგვეჩინა ამ სპეციფიკური ამოცანების გადაჭრის გზები. 8-10 თვის შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ.

ამ მოგზაურობის განმავლობაში, დიჯითალში, სხვადასხვა მიმართულებით გამოვცადე საკუთარი თავი. ეს ხომ ჯერ კიდევ ახალი სფერო იყო საქართველოში, შესაბამისად, სწრაფად ცვალებადიც. Მინდოდა, ინდუსტრიის სპეციფიკა სხვადასხვა ჭრილში დამენახა დაა გამომეცადა. თუმცა, 2-3 წლის ძიების შემდეგ მივხვდი, რომ ედვერთაიზინგი იყო ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა.

ამიტომ ამ კუთხით დავიწყე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. შედეგად, ვმუშაობდი 20 ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის: ამერიკა, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, ტაივანი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, არაბული და ევროკავშირის ქვეყნები.

აზიურ ბაზარზე მუშაობის პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოვხვდი რადიკალურად განსხვავებული ადამიანებისა და კულტურის მქონე სივრცეში. მაგალითად, არაბულ ქვეყნებში არ იყენებდნენ კომუნიკაციის ტრადიციულ პლატფორმებს, Facebook-ისა და Instagram-ის ნაცვლად გვიწევდა Snapchat-ზე მუშაობა. მსგავსი გამოწვევა იყო ჩინეთის ბაზარზეც, სადაც WeChat-ია გავრცელებული. ამიტომ მთავარი გამოწვევა ადგილობრივ ბაზართან ადაპტირება და ჩვენთვის უცნობ პლატფორმებთან მუშაობა აღმოჩნდა.

გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ყველა საქმის თანაბრად კარგად კეთება შეუძლებლია. Საჭიროა, ერთი მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების განვითარება. Და მივხვდი, რომ Მთავარია მონდომება.

დღეს Noxtton-ის გუნდის წევრი ვარ. აქ მთავარ გამოწვევას Data Mining-ი წარმოადგენს, აღარ გიწევს უშუალოდ თარგეთირებაზე იმდენი ფიქრი, არამედ მუშაობ პირდაპირ აუდიტორიასა და მის გენერირებაზე, ანუ აღარ გიწევს აუდიტორიის შემთხვევითობის პრინციპით შერჩევა. ჩვენ არ ვაკეთებთ სტანდარტულ სოც. მედია შეთავაზებას, აქ ვახდენთ მხოლოდ აუდიტს, ანალიზსა და ედვერთაიზინგს.

ახლა კომპანიაში ახალი ციფრული ხელსაწყოების შექმნაზე ვმუშაობთ, რომელიც დაგვეხმარება, უკეთესად განვახორციელოთ აუდიტორიის ანალიზი, და მიმართული იქნება როგორც სამომხმარებლო, ასევე ტექნიკური ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ.

ვფიქრობ, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ვერასდროს ვიტყვი, რომ ზუსტად მაქვს ჩამოყალიბებული მიზანი. უფრო მეტიც, ბავშვობაში არაფერი არ მინდოდა რომ გამოვსულიყავი, არაფერზე მიოცნებია, მდომებია. უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი საქმე აუცილებლად იქნებოდა დაკავშირებული ციფრულ სამყაროსთან და კომპიუტერებთან.

ამიტომ ყველა მკითხველს, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია რისი კეთება სურს, ვურჩევ, რომ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. Დაიწყონ მუშაობა იმ სფეროში, რომელიც აინტერესებთ. თუ არ სცადე, თუ მხოლოდ სხვების გამოცდილებას ისმენ და ძალიან ბევრს ფიქრობ მოქმედების გარეშე, ვერასდროს მიხვდები, რეალურად ვინ გინდა გამოხვიდე ცხოვრებაში.

თუ დაინტერესებული ხარ, ერთადერთი გზა, მიიღო ის რაც გსურს, არის ის, რომ აუცილებლად ცადო და ნახო. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ, მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება.

საბოლოოდ კი შემიძლია გითრხათ, რომ შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს. არასდროს არის გვიან, აკეთო ის, რაც გიყვარს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ