Get All Access for $5/mo

ტურიზმი აჭარაში 24 ივლისს ბათუმში გაიმართა კონფერენცია ტურიზმის სექტორის გამოწვევების შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

24 ივლისს ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ტურიზმის სექტორის გამოწვევების შესახებ, რომელსაც აჭარის რეგიონის, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები დაესწრენ.

კონფერენციის დაწყებამდე ჩატარდა Where.ge/Ajara სპეციალური გამოცემის და ჟურნალ Entrepreneur საქართველოს ივლისის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარ თემას სწორედ აჭარისა და ბათუმის ტურისტული პოტენციალის შეფასება წარმოდგენს, ორივე ჟურნალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით გამოიცა.

საშუალო და მცირე მეწარმეებმა მოისმინეს როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის ინიციატივები ტურიზმის განვითარებისთვის და გაეცნენ ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების გამოცდილებას:

სულხან ღლონტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
ტურიზმის ინდუსტრია, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი აჭარის რეგიონში. ტურიზმის პოლიტიკის ახალი ხედვა. გამოწვევები და პოტენციალი

მაია წერეთელი, აღმასრულებელი დირექტორი, KMS GEORGIA
პერსონალის კვალიფიკაციის მნიშვნელობა როგორც სტუმრის კმაყოფილების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. რა უნდა გაითვალისწინონ მცირე ზომის და საოჯახო ტიპის სასტუმროებმა?

კონსტანტინე მეგრელიშვილი, მმართველი პარტნიორი, BRAINSTORM.GE
ბრენდული და არაბრენდული სასტუმროები. რა უპირატესობები აქვს ბრენდს? როგორ შეუძლია გაუწიოს კონკურენცია ადგილობრივმა მოთამაშემ საერთაშორისო გიგანტებს?

ტორსტენ ველერი, გენერალური მენეჯერი, ჰილტონ ბათუმი
"ჰილტონის" ბრენდის წარმატების საიდუმლო. რა შეუძლიათ ისწავლონ მცირე და საშუალო მოთამაშეებმა ინდუსტრიის ლიდერისგან?

ნიკოლოზ გოგოჭური, ნიკა როსტომაშვილი, VREX-ის დამფუძნებლები
ვირტუალური რეალობა, როგორც ტურისტული პროდუქტების გაყიდვის ეფექტური ტექნოლოგიური ინსტრუმენტი

თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
აჭარა, როგორც ოთხსეზონიანი კურორტი. რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის სტრატეგია

დარია ხოლოდილინა, დამფუძნებელი, TRAILS AND WINES, ბლოგერი, DARIKO
რატომ არ მოდიან ტურისტები შენთან? ტიპიური შეცდომების ანალიზი

ნინი მჭედლიშვილი, თანადამფუძნებელი, #SPENDYOURSUMMERINGEORGIA
სოციალური კამპანია, რომელიც ცვლის

ირაკლი ლომიძე, დამფუძნებელი და დირექტორი, KOHI.GE
ხარისხიანი და იაფი ხის კოტეჯები ტურიზმის სწრაფი განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონებში

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც