Get All Access for $5/mo

"ტურიზმის ორგანიზაცია" ტურისტულ ინდუსტრიაში მუშაობის მსურველებს ტრენინგებს სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურიზმის ორგანიზაცია

ტურიზმის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად, ამ სფეროში კვალიფიციური კადრების არსებობის აუცილებლობაც იზრდება. ინდუსტრია საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, სიახლეები კი ფეხის მუდმივ აწყობას მოითხოვს.

"ტურიზმის ორგანიზაცია" ტურისტული კომპანია GOOD TRAVEL-ის დამფუძნებელმა, გოგა ფიროსმანაშვილმა 2018 წელს დააარსა.

მრავალწლიანი გამოცდილებისა და ტურიზმის სფეროს აქტუალური ტენდენციების კარგად გაცნობის შემდეგ, გადაწყვიტა შეექმნა სასწავლო ცენტრი, რომელიც ბაზარს კვალიფიციურ კადრებს შესთავაზებდა. ტურიზმის სფეროსა და ორგანიზაციის მიზნებთან დაკავშირებით, ის საკუთარ ხედვებს Entrepreneur-ს უზიარებს.

"დღესდღეობით ყველაზე სწრაფად მზარდ ტურიზმის ბიზნესში მუდმივად არის კვალიფიციური კადრის პრობლემა. ტურისტულ კომპანია GOOD TRAVEL-ში 10-წლიანი არსებობის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსიებით გვიწევდა ძალიან დიდი დროის კარგვა გასაუბრებასა და შემდგომ დასაქმება-კონტროლში. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ ტრენინგები. მიდგომამ გაამართლა. ახლა კი ტურიზმის ორგანიზაციის მიზანია, დროის მოკლე პერიოდში დაინტერესებულმა პირმა შეისწავლოს ის მთავარი საკვანძო საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ტურისტულ სფეროში მუშაობის დაწყებისა და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვსურს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა შევქმნათ მკვეთრად კონკურენტულ ბაზარზე".

გოგა ფიროსმანაშვილმა და მისმა გუნდმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ტურიზმის სფეროთი შემოფარგლულიყვნენ და დაინტერესებულთათვის პრაქტიკული და მოკლევადიანი სწავლება შეეთავაზებინათ.

"ჩვენი ტრენინგები განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე ამ სფეროში უკვე დასაქმებული ადამიანებისთვის. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან ტრენინგებს სთავაზობს, რაც შესაძლებელს ხდის, რომ სამიზნე აუდიტორია არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ერთი სეგმენტით. შესაბამისად, ჩვენი ტრენინგი მორგებულია სხვადასხვა სეგმენტზე", – ამბობს გოგა.

თავად ტრენინგები კი პრაქტიკული, თანამედროვე და ინოვაციური სწავლის მეთოდებით არის შედგენილი. ეს შესაძლებელს ხდის, რომ დროის მოკლე პერიოდში კურსდამთავრებულმა შეისწავლოს ყველა ის ძირითადი საკვანძო საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისა და ტურიზმის სფეროში ეფექტური საქმიანობისთვის. "ჩვენი თითოეული პროგრამა შედგენილია სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით. შესაბამისად, კვლევის პროცესში მუდმივად ვცდილობთ შევისწავლოთ იმ პერიოდისთვის არსებული გამოწვევები. სწორედ ამის შემდეგ იწყება მუშაობა ტრენინგის შინაარსსა და მიზნობრიობაზე. ორგანიზაციის თითოეული ტრენინგი მორგებულია იმ ტრენდებზე, რომლებიც დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია. მათ შორის საქართველოშიც. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია ტრენინგზე "ტურიზმის მენეჯმენტის ზოგადი კურსი", რომელიც მოიცავს 20 შეხვედრას. თითოეული ლექცია ერთმანეთისგან განსხვავებულია და შედგება ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხისგან, რომელიც აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიას", – გვიხსნის გოგა ფიროსმანაშვილი.

გუნდი კი რომელმაც ამ პროგრამების შემუშავებისა და სწავლების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ტურიზმის სფეროში გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული. ტრენერებს, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელი/მენეჯერი პირები, ავიაკომპანიის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები, პროფესიონალი გიდები, უცხოური ტუროპერატორების წარმომადგენლები, ბრენდული სასტუმროების მენეჯერები წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს, რაც სასწავლო პროცესს ძალიან ეფექტურს ხდის.

"ტურიზმის ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ. წარმატებულ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ახალია, მან უკვე შეძლო და დაასაქმა ათეულობით კადრი".

მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრება "ტურიზმის ორგანიზაციის" დამფუძნებელი.

მიმდინარე ტრენინგები, კი რომლებზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება და რომელსაც ორგანიზაცია ამჟამად სთავაზობს დაინტერესებულ ადამიანებს, შემდეგია:

  1. ტურიზმის მენეჯმენტის ზოგადი კურსი: https://to.edu.ge/trainings/turism-management/
  2. შემომყვანი ტურიზმის კურსი: https://to.edu.ge/trainings/incoming-tourism/
  3. გამყვანი ტურიზმის კურსი: https://to.edu.ge/trainings/outgoing-tourism/
  4. გიდის მოსამზადებელი კურსი: https://to.edu.ge/trainings/guide/
  5. ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემები: https://to.edu.ge/trainings/airtickets/
  6. ტურიზმის ინგლისური: https://to.edu.ge/trainings/tourism-english/
  7. ტურიზმის რუსული: https://to.edu.ge/trainings/tourism-russian/

"ტურიზმის ორგანიზაციის" სამომავლო გეგმები ვრცელია. უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება საზღვარგარეთ სწავლების სერვისი ტურიზმის მიმართულებებზე. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო დონის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომლებიც დაინტერესებულ პირებს ამა თუ იმ პროგრამას შესთავაზებენ. ასევე, სულ მალე რეგისტრაციისთვის ჩაეშვება ტრენინგები და მასტერკლასები სასტუმროს, ღონისძიებების მენეჯმენტის, გაყიდვების, გასტროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებებით.

როგორც გოგა ფიროსმანაშვილი Entrepreneur-თან ამბობს, ბაზარზე მუდმივი დაკვირვებისა და შესწავლის პარალელურად, "ტურიზმის ორგანიზაცია" ყოველთვის ისეთ სასწავლო პროგრამებს შესთავაზებს დაინტერესებულ საზოგადოებას, რომელიც მათი მყარი დასაქმებისა და ტურიზმის სფეროში წარმატების გარანტი იქნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია