ტურიზმის განვითარების სკოლა - უფასო ტრენინგები გიდებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

აჭარაში გიდების გადამზადების მორიგი ეტაპი დასრულდა. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის "ტურიზმის განვითარების სკოლა" ფარგლებში ტრენინგები 40-მდე დამწყებმა და მოქმედმა გიდმა მაჭახელას, ქედისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გაიარა.

თეორიულ-პრაქტიკული კურსისას გიდებს ლექციები ეთნოგრაფიის, ექსკურსმცოდნეობის, გიდის ფსიქოლოგიის, პირველადი დახმარების, არქიტექტურის, ფოლკლორის, ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ისტორიის შესახებ ჩაუტარდათ. პრაქტიკული ტურებისას კი ტრენინგის მონაწილეები მარშრუტებზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებსა და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდების გადამზადებას აქტიურად 2017 წლიდან ანხორციელებს. დღემდე რეგიონში 150-მდე მოქმედი და დამწყები გიდი დაცული ტერიტორიების, ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდა. სატრენინგო პროგრამა გიდებისთვის უფასოა და მასში მონაწილეობა რეგიონში მოქმედ ნებისმიერ გიდს შეუძლია.
ჯამში, დეპარტამენტის სატრენინგო პროგრამა ბოლო წლებში ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 2700-ზე მეტმა პირმა გაიარა. მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლების, განთავსებისა და კვების ობიექტების, ასევე ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა და გიდებმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

AgileSchool - 2024 წლის შეჯამება

"საერთო ჯამში, 2024 წლის განმავლობაში 250-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა ჩვენი სხვადასხვა პროგრამა, რაც ნათლად აჩვენებს ბაზრის მზარდ ინტერესს Agile-მეთოდოლოგიების მიმართ."

ინდუსტრიული ტრენდები

ვენჩურული კაპიტალი - საქართველოს უნიკალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი

გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში?

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი