Get All Access for $5/mo

Twitter-ის თანამშრომლები კვირაში 84-საათიანი სამუშაო გრაფიკით იმუშავებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge
ილონ მასკი ბარში Twitter-ის თანამშრომლებს ესაუბრება

CNBC-ის მიხედვით, Twitter-ის თანამშრომლები იმაზე მეტს მუშაობენ, ვიდრე ეს ილონ მასკის მოსვლამდე იყო. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხე დაემუქრათ ანტრეპრენერის მიერ კომპანიაში დაგეგმილი რეორგანიზების ფონზე.

Twitter-ის მენეჯერებმა პერსონალის ნაწილს უთხრეს, რომ მათ 12/7-ზე რეჟიმით უნდა ემუშავათ, რაც კვირაში 84 საათს შეადგენს.

28 ოქტომბრიდან კომპანიის თანამშრომლებისთვის მიცემული საქმის მოცულობა, გუნდის ნაწილმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანისგან ერთგვარ გამოცდად აღიქვა, იმის დასადგენად, თუ ვინ რამდენს მუშაობს.

კომპანიაში შიშობენ, რომ მათი Twitter-თან თანამშრომლობა შესაძლოა დასრულდეს, თუ ნოემბრის დასაწყისისთვის ისინი ვერ მოასწრებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

Insider-ს განუცხადეს, რომ Twitter-ის მენეჯერებს სთხოვეს მიმოიხილონ სამუშაო პროცესი და გაუგზავნონ მასკის გუნდის სია, სადაც იქნებიან ის თანამშრომლები, რომლებიც უნდა დარჩნენ კომპანიაში.

მენეჯერებიც გრძნობენ დაძაბულობას. ზოგიერთმა მათგანმა The New York Times-ს უთხრა, რომ 28 და 29 ოქტომბერს ღამით Twitter-ის ოფისში ეძინათ.

გასულ კვირას, Twitter-ის ტოპ-მენეჯერები მასკთან და მის გუნდთან ერთად, კომპანიის სან ფრანცისკოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ, სადაც მათ სთხოვეს აღეწერათ საკუთარი განყოფილების მუშაობა. Twitter-ის ზოგიერთმა მენეჯერმა The Times-ის გამოცემას განუცხადა, რომ მათ სამართლიანად აფასებდნენ სამსახურში.

The Washington Post იტყობინება, რომ მასშტაბური შემცირების პირველ ეტაპზე, მასკის გუნდი Twitter-ის თანამშრომელთა დაახლოებით მეოთხედის გათავისუფლებას გეგმავს.

წყარო: insider

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი