You can be on Entrepreneur’s cover!

Typline-ის დახმარებით მალე საავადმყოფოს რიგში ონლაინ ჩადგომა იქნება შესაძლებელი აპლიკაცია რამდენიმე დღეში გაეშვება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის და სიტუაციის დასარეგულირებლად, Caru-ს დამფუძნებელმა, ნიკა აბაშიძემ შექმნა აპლიკაცია Typline - ონლაინრიგების აწყობილი სისტემა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს შინიდან დაარეგულირონ ექიმთან ვიზიტის თარიღი და კონკრეტულ დროს მივიდნენ საავადმყოფოში.

აპლიკაცია უკვე მოერგო საავადმყოფოების მოთხოვნებს და რამდენიმე დღეში გაეშვება პირველი საავადმყოფო, 1 კვირაში კი 4 საავადმყოფო დაემატება.

დღესდღეობით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ნახავთ პაციენტებს, რომლებიც ექიმთან ვიზიტისას რიგში დგანან. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი ადამიანებში დისკომფორტს იწვევს, იგი განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როცა მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა.

ნიკა მზად არის იგივე აპლიკაცია მოარგოს სუპერმარკეტებს, ბანკებს და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან.