უფასო ტრენინგ კურსები: მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა USAID-ის პროგრამის "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ფარგლებში აცხადებს მიღებას უფასო ტრენინგ კურსებზე "მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის".
ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** მეწარმეობის და ბიზნესის დაწყების მსურველ 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს;
** 16-დან 29 წლამდე ასაკის მეწარმე ქალებს.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ახალგაზრდა ქალს ნებისმიერი ქალაქიდან თუ რეგიონიდან.
ტრენინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
** მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარება და ინსტრუმენტები;
** როგორ ვაქციოთ ბიზნეს იდეა ბიზნეს მოდელად;
** "ბიზნეს მოდელის ტილოს" შექმნა;
** ბიზნეს პროექტის წერა;
** ფინანსური დაგეგმარება.
"მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ტრენინგ კურსი 2 დონეს მოიცავს.
** 1-ელი დონე შედგება 4 ტრენინგ-სემინარისგან. აქ მონაწილეები გაივლიან ზოგად კურსს მეწარმეობაში და გაეცნობიან ბიზნეს ტილოს პრინციპებს.
** მე-2 დონეზე, რომელიც 6 ტრენინგ-სემინარს მოიცავს, მონაწილეები შეისწავლიან ბიზნეს იდეების გარდაქმნას ბიზნეს პროექტებად, მიიღებენ მათზე მორგებულ პრაქტიკულ რჩევებს და უკუკავშირს და შეისწავლიან პრეზენტაციის უნარებს. მე-2 დონეზე მხოლოდ ის მონაწილეები გადავლენ, რომელთაც ზუსტად აქვთ გადაწყვეტილი ბიზნეს პროექტის წერა და მისი პრაქტიკაში განხორციელება.
** მე-2 დონის კურსდამთავრებულები მომზადებულ ბიზნეს გეგმებს წარადგენენ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან;
** საუკეთესო ბიზნეს პროექტები მიიღებენ თანადაფინანსებას ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან."
სერტიფიკატები გადაეცემათ ორივე დონის კურსდამთავრებულებს.
დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 18 სექტემბრამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზემონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.
შერჩეულ კანდიდატებს პროგრამის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 591 15 15 90 ან დაგვეკონტაქტეთ Facebook გვერდებზე: https://www.facebook.com/USAIDYESGEORGIA
პროგრამის შესახებ:
USAID-ის პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი".
USAID YES-Georgia პროგრამა ინოვაციების წახალისებით, მეწარმეობის ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით მხარს უჭერს ქართველი ახალგაზრდების და ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების, ბიზნეს ტრენინგების, მენტორობის და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესების გზით, პროგრამა ეხმარება დამწყებ მეწარმეებს და პროფესიონალებს.
2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლამ", რომელიც პროგრამა USAID YES-Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, ჯამში მიიღო 5, 000 განაცხადი. 1, 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგ კურსი, ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 477-მა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 98-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალისგან."