Get All Access for $5/mo

უფასო ტრენინგების სერია BTU-სგან საქართველოს 10 დიდ ქალაქში ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ტრენინგების სერია აბიტურიენტებისთვის საჩუქრად - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი შეთავაზებაა საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი აბიტურიენტისთვის. 2020 წლის შემდეგ BTU აბიტურიენტებს სხვადასხვა კურსს, ტრენინგსა თუ აქტივობაში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. კამპანია "BTU აბიტურიენტებისთვის" წელსაც გრძელდება და ამჯერად უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს უფასო ტრენინგების სერიას სთავაზობს. იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან, BTU მოსამზადებელ ტრენინგებს ყველა ძირითად საგანში ჩაატარებს. ესენია:

  • მათემატიკა
  • ისტორია
  • ფიზიკა
  • ქართული

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიაა, რომ მათ პროექტებსა და ტრენინგებში ჩართვა ქვეყნის მასშტაბით რეგიონების წარმომადგენლებმაც შეძლონ. სწორედ ამიტომ ტრენინგების სერია საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

აბიტურიენტებთან შეხვედრები 30 მარტიდან აიღებს სტარტს და შემდეგი განრიგით გაგრძელდება:

  • თელავი - 30 მარტი
  • რუსთავი - 1 აპრილი
  • ბორჯომი - 2 აპრილი
  • გორი - 5 აპრილი
  • მცხეთა - 6 აპრილი
  • ხაშური - 8 აპრილი
  • ქუთაისი - 11 აპრილი
  • ზუგდიდი - 12 აპრილი
  • ოზურგეთი - 13 აპრილი

ბათუმი - 14 აპრილი

ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი შეხვედრების გარდა, მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით დაწყებული პროექტის ფარგლებში - "ქალები ტექნოლოგიებში", რომელიც მოიცავს აბიტურიენტებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარებათ. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხება ტექნოლოგიურ ტრენდებს, სიახლეებსა და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს