Get All Access for $5/mo

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე GULF-თან თანამშრომლობას იწყებს "ვეცდები კომპანია "გალფთან" ერთად აქტიურად ვიმუშაო ამ სპორტის საქართველოში პოპულარიზაციაზე და დავეხმარო UFC-ის უფრო მეტი ქართველი მებრძოლის აღმოჩენაში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გალფი

10 სექტემბერს, UFC-ის მებრძოლი გიგა ჭიკაძე, სასტუმრო რედისონის ტერასაზე მედიას შეხვდა. შეხვედრაზე გიგამ თავისი კარიერული მიღწევები შეაფასა და თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

32 წლის გიგა ჭიკაძე UFC-ში 2019 წლიდან გამოდის. მას შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა შვიდი ბრძოლის ჩატარება შეძლო და ყველა მოიგო. აღსანიშნავია, მისი ბრძოლა ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან, რომელიც მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს გიგასა და კომპანია "გალფს" შორის გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობაზეც.

"გიგა ჭიკაძე არის სახე არა მხოლოდ "გალფისა", ასევე პირველ რიგში მიზანსწრაფვისა, შემართებისა, იმ დიდი შრომისა, რომელიც მან ჩადო ამ წლების განმავლობაში რომ ქართული დროშა ამერიკაში აფრიალებულიყო. ვიმედოვნებ, რომ გიგა გახდება სახე ჯანსაღი ცხოვრების წესის, შემართებისა და დიდი შრომისა." თქვა შეხვედრაზე Petrocas Energy Group-ის მთავარმა მმართველმა პარტნიორმა, ვანო ნაკაიძემ.

გიგასა და კომპანია Petrocas Energy Group-ის თანამშრომლობა 2015 წლიდან იწყება, სწორედ მაშინ, როცა გიგამ გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასულიყო ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში. გიგამ სწორედ მაშინ გადაწყვიტა MMA-ის სპორტში გადასვლა და საქართველოს სახელით ასპარეზობა. წარმატების გზაზე მიმავალს არაერთი გამოწვევა შეხვდა, იყო წაგება და მოგება, მაგრამ დღეს ქართველი მებრძოლი UFC-ის მებრძოლთა სიაში მერვე ადგილს იკავებს თავის წონით კატეგორიაში. დღეს, სპორტსმენთან თანამშრომლობას Petrocas Energy Group-ის შვილობილი კომპანია "გალფი" იწყებს და ეს გიგასთვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა.

"ძალიან მეამაყება ის ფაქტი, რომ მე ქართული დროშით გამოვდივარ და სამ მილიონ ნახევარ ადამიანს წარმოვადგენ ესეთ დიდ პლათფორმაზე. თითოეული გულშემატკივარის შეტყობინება ძალიან დიდი მოტივატორია ჩემთვის და დიდ ძალას მაძლევს იმისთვის რომ უფრო წინ წავიწიო. ბოლო ბრძოლამ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემს კარიერაში. ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო და მიხარია, რომ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ამის შემდეგ UFC-ის წარმომადგენლებისგან წამოვიდა ძალიან ბევრი კარგი შემოთავაზება და მიდის მოლაპარაკება UFC-ის მასპინძლობაზე საქართველოშიც. ამით ისინი ძალიან დაინტერესებულები არიან და ხშირად ნახულობენ და იგებენ ჩემგან და სხვა ქართველი მებრძოლებისგან ჩვენი ქვეყნის შესახებ და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ 2022 წელს ვუმასპინძლოთ. ამის შესახებ ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი. რამდენიმე დღის წინ UFC-იმ 25 სექტემბრის გამოშვების ერთ-ერთ მთავარ სტუმრად დამპატიჟა. აქ გაიმართება ჩემი წონის საჩემპიონო ფრანგის ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სამომავლო კარიერისთვის. ჩემი გამოცდილებით, შეიძლება სწორედ აქ გადაწყდეს ჩემი მომავალი მეტოქის ვინაობაც, თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ვიტყვი."- თქვა გიგა ჭიკაძემ მედიასთან შეხვედრისას.

ქართველმა მებრძოლმა ასევე აღნიშნა, რომ იმისთვის რომ UFC-ის მომავალი გამოშვებები საქართველოში ჩატარდეს, ამისთვის საჭიროა რამდენიმე სპონსორის გამოჩენა, თუმცა ის ფაქტი რომ ისინი უკვე დაინტერესებულნი არიან აქ ჩამოსვლით წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. თავად სპორტსმენისთვისაც აქ ჩატარებული ბრძოლა დიდი ოცნებაა. "ვეცდები კომპანია "გალფთან" ერთად აქტიურად ვიმუშაო ამ სპორტის საქართველოში პოპულარიზაციაზე და დავეხმარო UFC-ის უფრო მეტი ქართველი მებრძოლის აღმოჩენაში."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

სანამ სტარტაპში ჩაყვინთავ...

სტარტაპის შენება და ანტრეპრენერობა არის მარათონი და არა სპრინტი.