📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

UG StartUp Factory აქსელერაციის პროგრამაზე მიღებას აცხადებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

UG StartUp Factory

UG StartUp Factory-მ საქართველოს მასშტაბით რიგით მერვე აქსელერაციის პროგრამაზე მიღება გამოაცხადა. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე.

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory უკვე 4 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრები ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს შექმნას სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აქციონ საკუთარი იდეა წარმატებულ ბიზნესად და გავიდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

როგორც UG Startup Factory-ს განვითარების მენეჯერი, მედეა ჯანჯღავა აცხადებს ჩართულობა საკმაოდ მაღალია.აქსელერაციის მეშვიდე ნაკადიდან საქართველოს უნვიერსიტეტის ფონდმა ინვესტირება განახორციელა ორ სტარტაპ იდეაში- iVi Legal და Point Universal. სტარტაპები განაგრძობენ პროექტზე მუშაობას Future Laboratory-სა და საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან ერთად.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქსელერაციის ფარგლებში სტარტაპებმა განაცხადი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პროტოტიპირების გრანტზეც გააკეთეს, Point Universal-მა შეძლო როგორც GITA-ს გრანტის, ასევე საქართელოს უნივესიტეტის ფონდის დაფინანსების მოპოვებაც.

სააქსელერაციო პროგრამა 2 ნაწილად არის გაყოფილი და ითვალისწინებს GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას. მისი პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპიდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.

მეორე სტადიაზე, სტარტაპერები შეძლებენ საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას.აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ. დასკვით ეტაპზე სტარტაპერები პროექტებს ინვესტორების წინაშე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში წარადგენენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ