Cyber Week Sale! 50% Off All Access

UG StartUp Factory მეშვიდე აქსელერაციის პროგრამას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

UG StartUp Factory საქართველოს მასშტაბით რიგით მეშვიდე აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამაზე რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციური ცენტრი UG StartUp Factory უკვე 3 წელია ხელს უწყობს სტარტაპერებს განვითარებაში. აქსელერაციის პროგრამა განკუთვნილია საქართველოში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც სურს შექმნას სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება. მათ ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა აქციონ საკუთარი იდეა წარმატებულ ბიზნესად და გავიდნენ როგორც ადგილორივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

პროექტის მონაწილეებს ექნებათ წვდომა საქართველოს უნივერსიტეტის 100 000 ლარიანი საინვესტიციო ფონდთან, საიდანაც ორიგინალური იდეის მქონდე მონაწილეები შეძლებენ დაფინანსების მიღებას. აქსელერაციის მეექვსე ნაკადიდან საქართველოს უნვიერსიტეტის ფონდმა ინვესტირება განახორციელა ორ სტარტაპ იდეაში, ხოლო ერთმა სტარტაპმა მოიპოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროტოტიპირების საგრანტო პროგრამის გრანტი.

აქსელერაციის პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები გაივლიან ისეთ ეტაპებს, როგორიცაა:

  • იდეის ვალიდაცია და ტესტირება;

  • გუნდის ფორმირება;

  • ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;

  • სწრაფი ვალიდაცია და A/B ტესტინგი; MVP-ზე მუშაობა;

  • მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;

  • დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად;

  • Product Development;

სააქსელერაციო პროგრამა 2 ნაწილად არის გაყოფილი და ითვალისწინებს GITA-ს დაფინანსების პროგრამასთან ინტეგრაციას. მისი პირველი ნაწილი დაეთმობა, ბაზარზე სტარტაპ იდეის სწრაფ გაშვებას (სწრაფი ვალიდაცია) და მომხმარებლებისგან მაქსიმალურად მოცულობითი უკუკავშირის მიღებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროექტის პირველადი იდეის დახვეწას.

მეორე სტადიაზე, სტარტაპერები შეძლებენ საკუთარი პროექტების განვითარებას და პირველადი მოდელის შექმნას. ასევე დასკვით ეტაპზე წარადგენენ პროექტებს ინვესტორების წინაშე UG StartUp Factory-ის დემო დღის ფარგლებში.აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ.

UG Startup Factory აქტიურადაა ჩართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში. აქსელერატორში სტარტაპერებს შეუძლიათ მიიღონ ცოდნა, გაუზიარონ გამოცდილება ერთამანეთს, ისარგებლონ საერთო სამუშაო სივრცით და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიბებში.

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

სასტუმროს მართვას რა უნდა?

ანუ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები სტუმარ-მასპინძლობის სფეროში

ინსპირაცია

თევზს ნუ მოგვცემთ. ანკესი მოგვეცით.

ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი