Get All Access for $5/mo

UKBRIDGE - ახალ ოფისში ახალი გეგმებით "ახლა შეგვიძლია მივიღოთ ბევრად მეტი მოსწავლე."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

UK bridge-მა პეტრიაშვილის ქუჩიდან თარხნიშვილის 13 ნომერში მდებარე ახალ ოფისში გადაინაცვლა.

აქვე განთავსდება ინგლისური ენის ცენტრიც, რომელიც გასულ წელს გაიხსნა და ენის შესწავლის მსურველთა გაზრდილი მოთხოვნის გამო, ახალი, უფრო დიდი და კომფორტული ოფისის აუცილებლობა მალევე მოითხოვა.

"ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, თუმცა თავდაპირველად მსურველებს ჩვენთვის ნაცნობ, სანდო და მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლებს ვაკავშირებდით. მოგვიანებით კი ვიფიქრეთ, რომ თავადაც შეგვეძლო მოსწავლეების ინგლისურ ენაში მომზადების კურსების დამატება და შარშან, 2018 წელს, UK bridge-ის დაარსებიდან 10 წლის თავზე, მორიგი რისკიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და ინგლისური ენის ცენტრი დავაარსეთ. ახალ ოფისში გაცილებით დიდი ფართია და შეგვიძლია მივიღოთ ბევრად მეტი მოსწავლე. გვყავს ახალი მასწავლებლებიც. ახლო მომავალში კი სხვა ენებსაც დავამატებთ", – გვპირდება UK bridge-ის თანდამფუძნებელი ნუცა ქურიძე.

ენის ცენტრში მიღება 7 წლის ასაკიდან წარმოებს. პირველ ეტაპზე თითოეული მათგანი ერთგვარ შემოწმებას, ენის ტესტს გადის, რათა სწორად შეფასდეს ცოდნის დონე და სტუდენტი სასტარტო ცოდნის შესაბამის ჯგუფში მოხვდეს, სადაც მაქსიმუმ 6 მოსწავლეა, რაც სასწავლო პროცესს საკმაოდ პროდუქტიულს ხდის.

UK bridge 2008 წელს, ორი მეგობრისა და კოლეგის − ნუცა ქურიძისა და ანა ვეცკოს წამოწყებული ბიზნესია, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული განათლების მიღებაში ეხმარება. დაარსებიდან 11 წლის განმავლობაში UK bridge-ის დახმარებით 3 ათასზე მეტი სტუდენტი გაემგზავრა საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. კომპანიის უმთავრესი პრინციპი პერსონალური მიდგომა და თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებაა.

UK bridge-მა უკვე ტრადიციად დაამკვიდრა განათლების ყოველწლიური გამოფენა, რომელსაც უცხოური სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები სტუმრობენ. გამოფენაზე მოსულ ვიზიტორებს უშუალოდ შეუძლიათ გაესაუბრონ სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათგან დეტალურად მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია. უახლოეს გამოფენას UK bridge თბილისში უკვე მეათედ, 2020 წლის 29 თებერვალს უმასპინძლებს. გამოფენაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული აკადემიური სასწავლო დაწესებულებები და პროფესიული განვითარების ცენტრები იქნებიან წარმოდგენილი. ორგანიზატორები სტუმრებს არაერთ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდებიან. სტუდენტებისა და ახალგაზრდების გარდა, გამოფენაზე აქტიურობა შეინიშნება სკოლის მოსწავლეების მხრიდანაც, რომლებიც ენის უკეთ შესწავლისა და განვითარებისთვის, სხვადასხვა სეზონურ სკოლას თუ ბანაკს ირჩევენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან