Get All Access for $5/mo

უხარისხო და საფრთხის შემცველი სამედიცინო სახარჯი მასალები ქართულ ბაზარზე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დოქტორ გუდსი

სტერილური სამედიცინო მასალების ქართული საწარმო "დოქტორ გუდსი" ავრცელებს განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამედიცინო სახარჯ მასალებს შესაბამისი, მკაცრად განსაზღვრული სტანდარტები და სპეციფიკური წარმოების ჯაჭვი აქვს. მწარმოებლისთვის განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლო სტერილური მასალების წარმოებაა, სადაც ხარისხის კონტროლი იწყება ნედლეულით და სრულდება სტერილური პროდუქტის ეტიკეტირებით.

კარგად, რომ გვესმოდეს რაზე ვსაუბრობთ:

ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ოპერაციის დროს გამოიყენება ერთჯერადი სტერილური ე.წ ქირურგიული თეთრეული. რომლითაც იფუთება როგორც პაციენტი, ასევე სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო ტექნიკა.

სამწუხაროდ ბაზარზე გამოჩნდნენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები, რომლებიც აწარმოებენ ადამიანებისთვის საშიშ სამედიცინო მასალებს. გარდა პაციენტების და მედ პერსონალის რისკის ქვეშ დაყენებისა, აღნიშნული წარმოებები საფრთხეს უქმნიან საწარმოსთან მცხოვრებ ადამიანებს, რადგან პირდაპირ მათ საცხოვრებელ ბინებთან ახდენენ ტოკსიკური ქიმიური ნივთიერების ეთილენის ოქსიდის გამოყენებას და გაფრქვევას.

აღნიშნული ნივთიერება ძლიერ ტოქსიკური, მომწამვლელი და ფეთქდებადია. მისი გამოყენების დროს აუცილებელია სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.
ამონარიდი აშშ-ს "ონკოლოგიური ცენტრის" National Institutes of Health - National Cancer Institute - ის დადგენილებიდან სადაც საუბარია იმ ადამიანების ჯანმრთელობის რისკებზე რომლებიც ცხოვრობენ ეთილენის ოქსიდის ინდუსტრიული გამოყენების არეალში.

(https://www.cancer.gov/about-cancer/causes-prevention/risk/substances/ethylene-oxide )

"people who live near industrial facilities that produce or use ethylene oxide may be exposed to ethylene oxide through uncontrolled industrial emissions".

"Lymphoma and leukemia are the cancers most frequently reported to be associated with occupational exposure to ethylene oxide. Stomach and breast cancers may also be associated with ethylene oxide exposure".

ეთილენ ოქსიდის იმპორტი და შემდგომი გამოყენება კონტროლდება "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ და შესაბამისად მწარმოებლებზე ნებართვასაც სწორედ ეს უწყება გასცემს.

სამედიცინო სახარჯი მასალის წარმოებისას მნიშვნელოვანია დაცული იყოს ხარისხის მინიმალური სტანდარტები. აუცილებელია საწარმოში ე.წ Clean Room - ის არსებობა, რომელიც არის დახურული სივრცე სადაც მკაცრად კონტროლდება ჰაერში მყარი ნაწილაკების და მიკროორგანიზმების ზღვარი.

საწარმოში ე.წ Clean Room გამორიცხავს სამედიცინო მასალებზე მყარი ნაწილაკების ან მტვრის არსებობას. პაციენტის ორგანიზმში უცხო სხეულის მოხვედრა იწვევს ოპერაციის შემდგომ გართულებებს.მარტივად რომ ვთქვათ ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი გართულებები სწორედ უხარისხო ქირურგიული სახარჯი მასალის გამოყენებით არის გამოწვეული.

ასევე მნიშვნელოვანია ეტიკეტირების სტანდარტის დაცვა, რათა მომხმარებელი იყოს ინფორმირებული პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის რეკვიზიტების შესახებ.

სამედიცინო მასალების შემთხვევაში აუცილებელია ეტიკეტზე დატანილ იქნას პროდუქტის შენახვის პირობებიც.

ზემოთ აღნიშნული ყველა წესი და სტანდარტი დარღვეულია კონკრეტული მეწარმის მიერ, რომელიც სამედიცინო სახარჯ მასალას აწარმოებს Clean Room - ის არსებობის გარეშე და მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე დარღვეულია ეტიკეტირების სტანდარტიც. შეფუთვაზე არ არის მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, რეკვიზიტები და შენახვის პირობები.

ცალკეულ შემთხვევებში კი ეტიკეტზე დატანილია ბარკოდი, რომელიც ეკუთვნის ტომატ პასტის იტალიურ მწარმოებელს.

აღნიშნული საწარმო მდებარეობს მრავლბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. სტერილიზაციის შედეგად გამოყენებული ეთილინის ოქსიდის გაფრქვევა კი ხდება უშუალოდ საწარმოს ზევით მეზობლების აივნების ქვეშ.

შესაბამისად გვაქვს კითხვები:

  1. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაში იწარმოება საფრთხის შემველი სამედიცინო ქირურგიული სახარჯი მასალა რომელიც არ აკმაყოფილებს წარმოების ხარისხის მინიმალურ სტანდარტებს?
  2. პროდუქტის შეძენამდე ხარისხის შეფასების რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობენ კლინიკები, როცა იღებენ გადაწყვტილებას გამოიყენონ ისეთი სახარჯი მასალა რომელზეც არ არის დატანილი მწარმოებელი ქვეყანა, მწაროებლის რეკვიზიტები, შენახვის პირობები და ცალკეულ შემთხვევევში საერთოდ ფალსიფიცირებულია ბარკოდი?
  3. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეთილენის ოქსიდი ფეთქებადი და ტოკსიკური ნივთიერებაა, რომლის იმპორტი და გამოყენება მკაცრადაა რეგულირებული. როგორ მოხდა, რომ ასეთი საშიში ნივთიერების გამოყენების ნებართვა უწყების მიერ რომლის ერთ-ერთი ფუნქია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაა გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და თუ აცნობეს მობინადრეებს იმის შესახებ, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიმდინარეობს საშიში, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების გამოყენება და გახარჯული მასალის მათი აივნების ქვეშ გამოფრქვევა.

გვსურს მივიღოთ პასუხები, აღნიშნულ კითხვებზე და გავიგოთ მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყანაში სამედიცინო სახარჯი მასალების წარმოებისას ხარისხის თუნდაც მინიმალური სტანდარტების დაცვა.

სტანდარტების და რეგულაციების არ არსებობის მიუხედავად კომპანია "დოქტორ გუდსი" ინარჩუნებს წარმოების უმაღლეს სტანდარტს, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას როგორც სამედიცინო სექტორთან ისე წარმოებული პროდუქციის საბოლოო მომხმარებლებთან - პაციენტებთან.

არასდროს არ წავსულვართ და არც მომავალში არ წავალთ შემოსავლის ზრდის მოტივით ხარისხის შემცირებაზე და წარმოების პროცესებით არასდროს დაგვიყენებია რისკის ქვეშ ადამიანების ჯანმრთელობა.

კომპანიას გააჩნია საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი კლასის სერტიფიკატები, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ და ურთულესი კონკურენციის პირობებში, ინგლისის, იტალიის, გერმანიის, საბერძნეთის კლინიკებში ოპერაციები კეთდება საქართველოში წარმოებული დოქტორ გუდსის ქირურგიული სახარჯი მასალებით.

ჩვენი მოტივაცია ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება ხარისხიანი ქართული, სამედიცინო მასალების წარმოება. უბრალოდ გვინდა გავიგოთ არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი როგორც კერძო ისე სახელმწიფო სამედიცინო სექტორისთვის."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია