Get All Access for $5/mo

UpGaming სრულად ვაქცინირებულ თანამშრომლებს შორის ავტომობილს გაათამაშებს ყველა თანამშრომელი, ვინც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

upgaming

მოგეხსენებათ, გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, გლობალურმა პანდემიამ უამრავი რამ შეცვალა, ინდუსტრიებს ცხოვრება გაურთულა და ერთადერთ რეალისტურ გამოსავლად, მასშტაბური ვაქცინაცია მოგვივლინა. საქართველოში ვაქცინაცია, რიგი შეფერხებების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კომპანიები თავიანთი თანამშრომლების მოტივაციის ასამაღლებლად და საქვეყნო საქმეში წვლილის შესატანად, სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ერთ-ერთი ასეთია წამახალისებელი გათამაშებები, ხოლო Entrepreneur-ს სურს გიამბოთ კომპანია UpGaming-სა და მათ მიერ დაანონსებულ მსგავს გრანდიოზულ ღონისძიებაზე.

თავდაპირველად, გვინდა წარგიდგინოთ კომპანია UpGaming − სწრაფად მზარდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე სანდო პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერს წარმოადგენს. UpGaming 2014 წელს, გერმანიაში დაარსდა და დღესდღეობით მისი ოფისები 4 ქვეყანაში: გერმანიაში, მალტაში, უკრაინასა და საქართველოშია განლაგებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი გუნდი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება, ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ ოფისს, იგი 180-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელი თანაბარი პირობებითა და უფლებებით სარგებლობდეს, სწორედ ამიტომ შევქმენით ერთიანი, ღია სამუშაო სივრცეები, რათა ყველამ შეძლოს ერთმანეთის ნაყოფიერი მუშაობის თვალის დევნება და ლანჩზე ან ფინჯანი ყავის თანხლებით, მეგობრული საუბრებით სიამოვნების მიღება. ჩვენ ვაფასებთ ჯგუფურ მუშაობას, როგორც ორგანიზაციის წარმატების გასაღებს. ვარსებობთ იმისთვის, რომ ჩვენმა ენერგიულმა და ინოვაციური იდეებით სავსე თანამშრომლებმა, გუნდური მუშაობის პრინციპით, ერთად შექმნან ახალი, ინოვაციური პროექტები და ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ. ამიტომ, ვცდილობთ წავახალისოთ სხვებისგან დამოუკიდებელი, გამორჩეული აზრები და იდეები, ხოლო გუნდის თითოეულ წევრს მივცეთ სტიმული და მაქსიმალურად ავუმაღლოთ მოტივაცია", − აცხადებს თორნიკე თვაური, UpGaming-ის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც ბატონმა თორნიკემ აღნიშნა, გლობალური პანდემიის ფონზე, ყველა კომპანიისათვის აუცილებელია, საერთო საქმეში საკუთარი როლისა და სოციალური პასუხისმგებლობის სიღრმისეული გააზრება. 2020-2021 წლები კომპანიებისთვის სერიოზული გამოწვევების პერიოდია, რასაც გვერდი არც UpGaming-ისთვის აუვლია.

"საგანგებო სიტუაციებისას, უფრო აშკარა ხდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის როლი, რაც პასუხისმგებლობაა კომპანიებისთვის, თუმცა მოვახერხეთ და სწორედ პანდემიის პერიოდში გავზარდეთ ჩვენი გუნდი, და თანამშრომლებს სტაბილური სამსახური შევთავაზეთ. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული არაერთი პრევენციული ღონისძიება გავატარეთ:

  • ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციურ მუშაობაზე;
  • ონლაინ-პლატფორმების დახმარებით ვატარებდით შეხვედრებს, კონფერენციებსა და გასაუბრებებს;
  • ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლების მაქსიმალური ინფორმირება ვირუსთან დაკავშირებით და ყველა სიახლის თუ რეკომენდაციის მიწოდება;
  • ოფისებში სისტემატურად ვატარებდით თანამშრომელთა ტესტირებას და სადეზინფექციო სამუშაოებს;
  • თანამშრომლებს ვეხმარებოდით შინ შეექმნათ მშვიდი სამუშაო გარემო (ვისაც არ ჰქონდა შინ სამუშაო ტექნიკა, შევუძინეთ ლეპტოპები).

ჩვენთვის, პირველ ადგილას თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხო გარემოში მუშაობა დგას, ამიტომ კვლავაც ვაგრძელებთ COVID19-ის პრევენციის მიზნით, კომპანიაში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ვაქცინაციის წასახალისებლად სხვადასხვა ღონისძიებას", − გვიამბობს თორნიკე თვაური.

ვინაიდან ვაქცინაცია და მისი ტემპის დაჩქარება პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა, UpGaming-მა გადაწყვიტა საკუთარი თანამშრომლების წახალისება და ამისათვის გათამაშებას მოაწყობს. ყველა თანამშრომელი, რომელიც 30 სექტემბრამდე ორჯერადად იქნება აცრილი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე, რომელიც 5 ოქტომბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები საკმაოდ სოლიდური ჯილდოებით დასაჩუქრდებიან, როგორიცაა:

  • iPhone 12
  • MacBook
  • TIME-ის სასაჩუქრე ვაუჩერი
  • "ლუტეციას" სასაჩუქრე ვაუჩერი
  • მთავარი პრიზი კი, ავტომობილი იქნება!

გათამაშების პარალელურად, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნების მიზნით, UpGaming-მა შიდა რეგულაციებიც შეიმუშავა. მაგალითად, შვებულებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა აუცილებლად უნდა წარადგინოს PCR-ტესტის პასუხი. გარდა ამისა, გუნდის სრულად ინფორმირებისათვის, კომპანია ორგანიზებას უწევს შეხვედრებს კვალიფიციურ ექიმებთან, რომლებიც თანამშრომელთა მხრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემენ.

"გვახარებს ჩვენი გუნდის მსგავსი ჩართულობა და ვამაყობთ თითოეული თანამშრომლით, ვინაიდან არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ისინი თავდაუზოგავად შრომობენ და ამასთანავე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაბმასაც ახერხებენ. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მოქალაქის როლი პანდემიის დასრულების რთულ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია და გვჯერა, რომ ამ გამოწვევასთან ღირსეულად გამკლავებას, ერთმანეთზე ზრუნვით შევძლებთ", − კომპანია UpGaming-ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე თვაური.

რაც შეეხება UpGaming-ის სამომავლო გეგმებს, კომპანია აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. იგეგმება ახალ ბაზრებზე შესვლა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობის გაფართოება. ასევე, როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მათ აქვთ რიგ მიმართულებებზე საინტერესო ვაკანსიები და ცხადია, კომპანიის ზრდის პარალელურად, ვაკანტური ადგილების რიცხვი მხოლოდ იმატებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

www.oraguli.ge

მათთვის, ვინც იცის ნამდვილი ვერცხლისფერი ორაგულის ფასი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია