Get All Access for $5/mo

USAID YES-Georgia - 100 მეწარმე ქალის ბაზარი პროექტის ბენეფიციარმა ქალებმა დედაქალაქში 17 ივლისს მთელი საქართველოდან მოიყარეს თავი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემა სულ უფრო ძლიერდება. ამ მზარდ და მრავალმხრივ პროცესში კი მნიშვნელოვან როლს ქალები ასრულებენ. სწორედ ის ქალები, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს, საკუთარ იდეებს, ოცნებებს გასაქანი მისცეს და ისინი კონკრეტულ მიზნებად აქციეს. მიზნების ამ გზაზე კი მათი მხარდამჭერი USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა" საქართველოში აღმოჩნდა, რომელიც ფონდ "კრისტალის" მიერ უკვე წლებია ხორციელდება და გრძელდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში მიმდინარეობს. დამატებით ფინანსურ დახმარებას კი პროექტს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.

ამ დროის განმავლობაში, საჭირო ცოდნა, მხარდაჭერა და განვითარების მძლავრი პლატფორმა პროექტის ფარგლებში არაერთმა ქალმა მიიღო. ამის ყველაზე მკაფიო და ხელშესახებ ფაქტს კი ის სამეწარმეო ბაზრობა წარმოადგენს, რომელიც ივლისში, შუაგულ თბილისში, დედაენის ბაღში გაიმართა და მეწარმე ქალებისა და მათი პროდუქციის დღის შუქზე, საყოველთაო წარდგენას მიეძღვნა.

პროექტის ბენეფიციარმა ქალებმა დედაქალაქში 17 ივლისს მთელი საქართველოდან მოიყარეს თავი და საგანგებო დახლებზე საკუთარი მრავალფეროვანი პროდუქციის სპექტრი წარმოადგინეს. მათი ჩამონათვალი ვრცელია: ღვინო, საკვები, თავის მოვლის ნატურალური საშუალებები, ნაჭრისა და ხის ეკოსათამაშოები, სამაგიდო ინტელექტუალური თამაშები, მრავალფეროვანი აქსესუარები, ტანსაცმელი, დეკორი და სხვა.

ფერად დახლებზე წარმოდგენილი ნაირ-ნაირი ბრენდირებული პროდუქციისა და შრომის მიღმა კი ქალები იდგნენ − ძლიერი ქალები, რომლებმაც ერთ დღეს, ერთ კონკრეტულ წუთს გადაწყვეტილება მიიღეს. განვითარების, წინსვლის, შეუპოვრობის, ხანდახან მარცხისაც, თუმცა არჩეული გზის უწყვეტად გაგრძელებისა და სწორედ იმ შედეგამდე მისვლის, რომლის ჩვენებითაც, უამრავი მნახველი და აწ უკვე მომხმარებელი აღაფრთოვანეს.

მთელი წლის განმავლობაში Entrepreneur ფონდ "კრისტალთან" ერთად სწორედ ასეთ ქალებს გაცნობდათ ახლოდან. ისინი თავად გვიყვებოდნენ განვლილი გზის, ცვლილებებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, რომელიც უკვე თამამად შეუძლიათ წარუდგინონ ფართო აუდიტორიას − როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტი კი გრძელდება და წინ კიდევ 3 წელია. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის კიდევ არაერთი აქტივობა იგეგმება, რომელმაც სამეწარმეო ეკოსისტემას, განსაკუთრებით კი მეწარმე ქალებს საკუთარ რიგებში უფრო მეტი აქტორი უნდა შემატოს, ხოლო ქართულ წარმოებას დამატებით ახალი პროდუქცია და ბრენდული დასახელებები, რომელსაც არა მხოლოდ სამეწარმეო ბაზრობებზე, არამედ მაღაზიების დახლებსა თუ ონლაინ პლატფორმებზე თავისუფლად შევიძენთ. ამით კი, ქალ მეწარმეებს ჩვენც მხოლოდ და მხოლოდ გავაძლიერებთ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"