Get All Access for $5/mo

USAID YES-GEORGIA ქალთა გაძლიერებისთვის მაქსიმალური ცოდნა, თანამედროვე და პრაქტიკული ბიზნესკონსულტაცია და მენტორინგი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Entrepreneur-ი უკვე დიდი ხანია მუდმივად გაცნობთ იმ გამბედავ ქალბატონებს, რომლებიც ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართული და პარალელურად, სიახლეების სწავლა-გაცნობასაც აგრძელებენ.

ამ პროცესში მათ მხარს USAID YES-Georgia-ს პროგრამა "ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" უჭერს, რომელსაც ფონდი "კრისტალი" ახორციელებს. პროექტი ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც დამატებით ფინანსურ დახმარებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" უწევს.

მიღწეულ აქტივობასა და მაჩვენებლებზე დაყრდნობით კი შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში მეწარმე ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად, წარმატებული მულტისექტორული თანამშრომლობის ერთ-ერთ საუკეთესო პრეცედენტს წარმოადგენს, რომელმაც მთელ საქართველოში აქტიურად შეძლო მეწარმე ქალების დაინტერესება და პროექტში მათი მაღალი ჩართულობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ "კრისტალი" ამ პროცესში როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერის მსხვილი კონტრიბუტორია. პროექტი სარგებლობს "კრისტალის" მჭიდრო და სანდო კავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით, ისევე, როგორც კომპანიის გამოცდილი გუნდის შესაძლებლობებითა და თანამშრომლების ინტენსიური ჩართულობით.

ეს ყველაფერი კი ემსახურება მიზანს, რომ პროექტის ბენეფიციარებმა მიიღონ მაქსიმალური ცოდნა, თანამედროვე და პრაქტიკული ბიზნესკონსულტაცია და მენტორინგი, რათა განვითარება არ შეაჩერონ. სწორედ ქალთა ბიზნესგანვითარების უწყვეტობის მხარდაჭერას გულისხმობს "კრისტალის" კორპორაციული ღირებულებები.

საქართველოში ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის ამ მსხვილი პროექტის ისტორია (YES GEORGIA) 2015 წელს იწყება, თუმცა 4 წლის შემდეგ, თეთრი სახლის ცნობილი პროგრამის "ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივა" (W-GDP) დახმარებით, მისი გაფართოება და ქალ მეწარმეებზე სრული ფოკუსირება ახლებურად და უფრო მასშტაბურად გახდა შესაძლებელი. ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალმა" კი 2019 წლიდან დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და გააკეთა განაცხადი, რომ ის მხოლოდ სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. არამედ პლატფორმაა, რომელიც მეწარმეობის მხარდამჭერია და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს მიკრომეწარმეებისა და ზოგადად, მეწარმეობის განვითარებას საქართველოში, რაც სამეწარმეო ეკოსისტემისთვის ახალი ფურცელი აღმოჩნდა.

წარმატებული სექტორული თანამშრომლობის ერთ-ერთ ქვეკომპონენტს წარმოადგენს Buzz საქართველო, რომელიც USAID YES-Georgia-ს პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია. Buzz საქართველო საგანგებოდ შერჩეულ ტრენინგ და სასწავლო პროგრამებს გულისხმობს და მონაწილეებს იმ საჭირო ცოდნის მიღებაში ეხმარება, რაც მათ საკუთარი საქმიანობის განვითარებაში უწყობს ხელს. პანდემიისა და საყოველთაო ჩაკეტილობის მიუხედავად, Buzz საქართველო არ გაჩერებულა და ქალბატონების საჭირო ცოდნა-მოტივაციით მომარაგებას ონლაინპლატფორმებით აგრძელებდა. ახლა კი ეტაპობრივად, პირისპირ შეხვედრებს უბრუნდება და ახალ სასწავლო პროგრამებს აანონსებს, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ქალებს საქმიანობების აღდგენისა და გააქტიურებისთვის გარდაუვალად სჭირდებათ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამის მზადყოფნა და რესურსი საკმაოდ მაღალია. ამას მოწმობს აპრილის თვეში Buzz საქართველოს ცნობადობის ამაღლების კამპანია დასავლეთ საქართველოში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ვიზიტი დასავლეთ საქართველოს 4 დიდ ქალაქში (სამტრედია, წყალტუბო, ბაღდათი და ხონი) და 10 მიმდებარე სოფელში. Buzz ავტობუსი ესტუმრა ისეთ ხალხმრავალ ადგილებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო ბაზრები, საცალო მაღაზიები, სკოლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრები. პროექტის გუნდმა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალის" თანამშრომლებმა ადგილობრივ ქალებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის შესახებ და მიიწვიეს სამომავლოდ დაგეგმილ ტრენინგებზე. აღნიშნული ლოკაციებიდან კი 300-მდე ქალმა გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს Buzz საქართველოს ტრენინგებში.

"ჩვენ ქალბატონების ერთი და დიდი გუნდი ვართ მთელი საქართველოს მასშტაბით და შეხვედრებსაც სწორედ იმიტომ ვმართავთ, რომ კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული ქალბატონი შემოვიერთოთ ჩვენს დიდ ოჯახში. შეხვედრები იმერეთის რეგიონში, ოთხ ლოკაციაზე გავმართეთ, საიდანაც ზღვა ინტერესი და პოზიტივი წამოვიდა. ქალბატონებს უყვართ, როდესაც მათ ყურადღებას აქცევენ და მათში პოტენციალს ხედავენ. ჩვენ სწორედ ამ საქმეს ვემსახურებით. ჩვენი პროექტის ძირითადი ხაზი არის ქალბატონების ეკონომიკური და პიროვნული განვითარება, და მე ამაში სიამაყით შემაქვს წვლილი. ეს ყველაფერი ემოციებით დატვირთული გამოვიდა. ქალბატონებისგან წამოვიდა ზღვა ინტერესი: გვაჩერებდნენ, გვეძახდნენ, გვპატიჟებდნენ თავიანთ ეზოებში, გვეკითხებოდნენ, საიდან და რატომ ჩამოვედით დიდი ავტობუსით, და გვთხოვდნენ ტრენინგზე მეტი ინფორმაციის მიწოდებას. იყო შემთხვევები, როდესაც გვაჩერებდნენ მამაკაცებიც, რომლებსაც ვუხსნიდით Buzz საქართველოს მიზნებს. ისინი კი გვთხოვდნენ თავიანთი მეუღლეებისა და ქალიშვილების დარეგისტრირებას ტრენინგზე, რაც ნამდვილად მოულოდნელი იყო. ეტაპობრივად უკვე ახლდება პირისპირი ტრენინგებიც. 12-13 ივნისს კი სოფლებში: რიკოთი, როხი, დიმი და ბაღდათი, უკვე გაიმართა სასწავლო შეხვედრები, რომელშიც 60-მდე დაინტერესებულმა ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა", − ამბობს ნათია ლეთოდიანი, Buzz საქართველოს ტრენერი.

პროგრამა "ახალგაზრდებისა და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" კი კვლავაც გრძელდება და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სამეწარმეო ეკოსისტემაში ქალების კონტრიბუციას აქტიურად უჭერს მხარს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"