უცნობი პროფესია - რას ნიშნავს, იყო ტუროპერატორი? გაიგეთ როგორ შეიძლება დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რას ნიშნავს პროფესია "ტუროპერატორი", რა შესაძლებლობებს ქმნის იგი და როგორ შეიძლება დავეუფლოთ ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიას? – Entrepreneur სამსახურის მაძიებლებს საინტერესო შესაძლებლობას გაგაცნობთ.
სიტყვა "ტუროპერატორი" ერთი შეხედვით ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა როგორც საქმიანობა, ცალსახად მრავალფეროვანი და დინამიურია. ტუროპერატორები ტურისტული სააგენტოების ღერძს წარმოადგენენ, ვინაიდან სამოგზაურო პროგრამების შექმნა და ტურების მენეჯმენტი მათი პრეროგატივაა.
რას ნიშნავს, იყო ტუროპერატორი?
- ხშირად მოგზაურობდე ქვეყნის მასშტაბით და ცდილობდე, აღმოაჩინო საინტერესო ტურისტული ადგილები - ღირსშესანიშნაობები, ღვინის მარნები, არტჰაუსები, საფეხმავლო მარშრუტები და სხვა;
- მონაწილეობდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში (ბერლინი, ლონდონი, მადრიდი, ტოკიო და სხვა), უცხოელ კოლეგებთან წარადგენდე საქართველოს და სთავაზობდე სამოგზაურო პროგრამებს;
- მოგზაურობის საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით ქმნიდე სამოგზაურო პროგრამებს, აწარმოებდე მარკეტინგს უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან და ცდილობდე ტურისტების მოზიდვას;
- ხვდებოდე პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებს, ატარებდე პრეზენტაციებსა და ესწრებოდე საქმიან შეხვედრებს;
Entrepreneur-ი დაინტერესდა სინამდვილეში როგორია გამოცდილი ტუროპერატორის თვალით დანახული ეს საქმიანობა და ამისთვის ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის თანამშრომელს, ლელა ჩარკვიანს მივმართეთ:
"გიდობის გამოცდილების დაგროვების შემდეგ ტუროპერატორად დავიწყე მუშაობა და ბოლო 16 წლის განმავლობაში ყოველდღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ საქმიანობას ბევრი საინტერესო მხარე აქვს. მაგალითად, თანამშრომლებთან ერთად ხშირად ვსტუმრობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, რათა ჯერ კიდევ უცნობი ტურისტული ადგილები აღმოვაჩინოთ და საინტერესო პროგრამები შევქმნათ, რასაც შემდეგ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს სიამოვნებით ვუზიარებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მე გერმანულენოვანი ტუროპერატორი გახლავართ, ხშირად მიწევს შევეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში საქმიანი ვიზიტები, რა დროსაც რამდენიმე დღის მანძილზე ვხვდები მოქმედ თუ პოტენციურ უცხოელ კოლეგებს და საქართველოს უპირატესობებს წარმოავაჩენ. გარდა ამისა, ვმუშაობ ძალიან სასიამონო ადამიანებთან ერთად, რომელთა რიცხვი საბედნიეროდ იმატებს. გარემო ძალიან კომფორტული და საქმიანი გვაქვს, ანაზღაურება კი ქართულ რეალობასთან შედარებით საკმაოდ მაღალი. სიამოვნებით გავუწევდი ამ საქმეს რეკომენდაციას.
რა არის საჭირო ტუროპერატორის პროფესიის დასაუფლებლად? აღმოჩნდა, რომ დაინტერესებული პირებისთვის მრავალი სასწავლო კურსი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა სასწავლო ცენტრი ატარებს. დეტალური ინფორმაციის გასაგებად შორს აღარ წავსულვართ და "ვიზიტ ჯორჯიას აკადემიის" ხელმძღვანელს, გიორგი ხიდეშელს გავესაუბრეთ.
"ვიზიტ ჯორჯიას აკადემია" 2002 წლიდან ეწევა მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანამდებობა 2019 წელს დავიკავე, ერთობილივი ძალისხმევით უკვე ასობით პროფესიონალი შევმატეთ ტურიზმის ინდუსტრიას. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. რამდენიმე წლის წინ ტუროპერატორობით დაინტერესებული პირებისთვის შევქმენით "შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი". იგი 2 თვეს გრძელდება და კანდიდატები ეუფლებიან სამოგზაურო პროგრამის შედგენის, ტურის მენეჯმენტისა თუ უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის უნარებს. კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში საკმაოდ დიდი შანსია, რომ ტუროპერატორის ასისტეტნის პოზიციაზე დასაქმდე და შემდეგ ეტაპობრივად დაწინაურდე. აღნიშნულ კურს 25 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონდე ტოპ მენეჯერები უძღვებიან და სტუდენტებს რეალურ საქმიანობაზე დაფუძნებული დავალებებით ასწავლიან. პირადად მეც ვიზიტ ჯორჯიას აკადემიის აღზრდილი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი, რომ "შემომყვანი ტურიზმის მენეჯმენტის სასწავლო კურსი" კარიერული წინსვლისა და საინტერესო ცხოვრების ტრამპლინია".