Get All Access for $5/mo

"ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს" - ბილაინის გზავნილი თანამშრომლებს ბილაინში ვაქცინირებულ თანამშრომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილაინი

ბილაინმა პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და აქტიურად ჩაერთო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. კომპანია დღესაც განაგრძობს თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვას და მიზნად ისახავს "კოვიდ უსაფრთხო" კომპანიის სტატუსის მოპოვებას.

5 ივლისიდან შიდასაკომუნიკაციო პლატფორმაზე Workplace by Facebook აქტიურად ხორციელდება კამპანია, რომელიც თამაშრომლების ვაქცინაციისკენ მოტივაციასა და ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. კამპანიის მიზანია დასაქმებულებმა მიიღონ გადამოწმებული, ფაქტებითა და სტატისტიკით გამყარებული უტყუარი ინფორმაცია და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

კამპანიის დასაწყისშივე ჩატარდა და მას შემდეგ ყოველკვირეულად ტარდება გამოკითხვა - რას ფიქრობენ თანამშრომლები ვაქცინაციაზე, არიან თუ არა ვაქცინირებულები და აპირებენ თუ არა აცრას. კვლევის რეგულარულად განახლებადი შედეგები კომპანიას საინფორმაციო კამპანიის სწორად წარმართვაში ეხმარება.

კამპანიის ფარგლებში, ბილაინი თანამშრომლებს სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ როგორც კომპანიაში, ასევე ქვეყანაში და მსოფლიოში, შესაბამისი პროფესიონალებისა და მოწვეული ექიმების ჩართულობით ონლაინ პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებს, დასაქმებულებს აცნობს ვაქცინირებულთათვის ქვეყანაში არსებულ ბენეფიტებს და სხვა. Workplace-ზე თითოეული თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია ვირტუალური ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილია ვირუსის მართვასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია.

ბილაინის შიდა ონლაინ თოქშოუ Сoffee Break ყოველკვირეულად მასპინძლობს იმ ვაქცინირებულ თანამშრომლებს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ კამპანიაში, ისაუბრონ საკუთარ დამოკიდებულებაზე და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს. კომპანიის მენეჯმენტის რეგიონალური ტურნეს დიდი ნაწილი ასევე დაეთმო ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოწოდებას "აიცერი".

შიდასაკომუნიკაციო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია დასაქმებულთა მოტივაცია და, ამასთან ერთად, მათი ჩართულობა ვაქცინაციის ხელშემწყობ აქტივობებში. ამ მიმართულებით ფოტო-ვიდეო კონკურსი "მე ავიცერი" მიმდინარეობს. მონაწილეობა თანამშრომლებს როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად შეუძლიათ. კონკურსის წესების თანახმად, Workplace -ზე ბილაინის ვაქცინირებული თანამშრომლები მათ მიერ გადაღებულ ემოციურ ფოტო-ვიდეო მასალას აზიარებენ, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ განწყობას თუ ძველი ცხოვრების დაბრუნების სურვილს ასახავს. გამარჯვებულების რიცხვი ტრადიციულ სამეულზე ბევრად მეტი იქნება, მათ სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს და მრავალფეროვანი პრიზებით დააჯილდოებს. გუნდური ჩართულობის ნაწილი კიდევ უფრო მამოტივირებელი აღმოჩნდა - ბილაინის მაღაზიების, მცირერიცხოვანი გუნდებისა თუ დიდი დეპარტამენტების თანამშრომლები ერთმანეთს კოვიდ უსაფრთხო გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად და საერთო პრიზის მისაღებად ეჯიბრებიან.

ბილაინის გუნდის დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, კარგად ჩანს მის ყოველდღიურ კომუნიკაციაში. კამპანიის სპიკერები არიან არამხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები, არამედ თავად თანამშრომლები, მათი გზავნილები კი მკაფიო და უცვლელია - ვაქცინაცია ერთმანეთთან და პანდემიის დასასრულთან გვაახლოებს; თითოეულ აცრილ ადამიანს მნიშვნელოვანი, პერსონალური წვლილი შეაქვს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის თუ ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემის მოგვარებაში და დღეს ეს არის ერთადერთი გზა უხილავი მტრის დასამარცხებლად.

"პანდემიის დაწყების დღიდანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენი თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრებისა და აბონენტების უსაფრთხოებას. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახორცილეთ. ახლა, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში გადავიდა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი მიზანია, ერთმანეთის მხარდაჭერითა და მოტივაციით, კოვიდ უსაფრთხო კომპანიის სტატუსი მალე მოვიპოვოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიის დასრულებაში."- აცხადებენ ბილაინში.

ბილაინში ვაქცინირებულ თანამშრომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც კარგად ასახავს გუნდის საერთო სულისკვეთებას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი